Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში, კულტურის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

თარიღი : 27-12-2016, 18:48 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ლ. გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში საახალწლო საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა შემოქმედებითად აქტიურმა ახალგაზრდებმა, ასევე ქუთაისში არსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციის „მძიმე ჯვარის“ წევრებმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა საახალწლო სიმღერები, ქორეოგრაფიული ნომრები, ფოლკორი, ახალგაზრდა პოეტების ლექსები.
http://www.picz.ge/img/s2/1612/27/e/eb678eae2207.jpg
ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს პროფესიული და ინკლუზიური განათლების ასოციაციის ქ. ვანის წმ. ნინოს სახელობის რეაბილიტაციისა და დღის ცენტრის ბენეფიციარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრში ოფიციალურად 9 შშმ წევრია რეგისტრირებული, ისინი ღონისძიებაზე საპატიო სტუმრების სტატუსით იყვნენ მოწვეულნი შესაბამისად კონცერტის დასრულებისთანავე თოვლის ბაბუასგან საჩუქრები მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, რომელმაც საქველმოქმედო საქმიანობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით თითქმის ყველა დაწესებულება და უწყება გააერთიანა ვანის წმ. ნინოს სახელობის რეაბილიტაციისა და დღის ცენტრს, ქველმოქმედებიდან შემოსული 1150 ლარით ცენტრისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას დაჰპირდა.

აღნიშნულმა სამსახურმა ასევე მთელი წლის განმავლობაში პერიოდულად ჩატარებულ კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში ყველაზე მაღალი მიღწევების და ასევე ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სკოლებში ყველაზე აკადემიური მოსწრების მესამე საფეხურზე მყოფი ახალაზრდები გამოავლინა და მოტივაციის ამაღლების, წახალისებისა ახალი წლის მილოცვის მიზნით შესაბამისი სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ.

აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა ქველმოქმედებაში წვლილის შემტან სამსახურებს თუ დაწესებულებებს მადლობა გადაუხადა, მაყურებელს ქველმოქმედებაში უფრო მეტად გააქტიურებისკენ და შშმ პირების მიმართ საზოგადოებას უფრო მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდა და აღნიშნული პირების მხარდასაჭერად ერთიანი ძალისხმევის მიმართვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რათა სლოგანი „შეზღუდუდლი შესაძლებლობები არ არსებობს“ ჩვენის ყოველდღიურობის რეალობად ვაქციოთ.

კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური მადლობას უხდის რაიონის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს მინდია ტაბიძეს მხარდაჭერისთვის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ყველა საჯრო თუ კომერციულ დაწესებულებას ამ ღირსეულ საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

NS


ნანახია: 1647-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონფერენციას ორგანიზება გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა გაუწია.
ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
სადაც ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 6 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. სპორტული მარათონი ძალზედ საინტერესო და
ჟიურის მიერ დაწერილ ჯამური შეფასების მიხედვით 43 ქულით გაიმარჯვა ზეინდრის საჯარო სკოლის გუნდმა 'VIP', რომელსაც ჩემპიონატის თასი

ამინდი