თამაზ მარგველაშვილი: ყოფილი კონკურსანტების აქციები მათი ნებაა
თარიღი : 2-12-2013, 14:37 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის მერიის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელი თამაზ მარგველაშვილი მერიაში გამოცხადებული კონკურსიდან მოხსნილი კანდიდატების ბრალდებებს პასუხობს.
თამაზ მარგველაშვილის თქმით, ყოფილი კონკურსანტების მიერ კომისიის წინააღმდეგ აქციების დაანონსება მათი ნებაა. როგორც მარგველაშვილი ამბობს, ბრალდებები ზოგადია და ფაქტებს არ ემყარება.
„ეხლაც მიმდინარეობს კომისიის მუშაობა. რამდენიმე სამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად მერის წინაშე წარდგენილია კანდიდატები. დარჩენილი სამსახურების უფროსობის კანდიდატებთან ალბათ კვირის ბოლოსთვის მოხდება შეხვედრა. ბრალდებებს ვერ დავეთანხმები, რადგან ყოფილი კონკურსანტი მანანა მანაგაძე ზოგადად საუბრობს. ის კონკურსიდან მოიხსნა, რადგან არ ჰქონდა სრულყოფილი დოკუმენტაცია წარმოდგენილი,“ – ამბობს მარგველაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში კონკურსი 45 ვაკანტურ თანამდებობაზე, სამსახურების, განყოფილებების უფროსებისა და მათი მოვალეობის შემსრულებლების შესარჩევად არის გამოცხადებული. კონკურსის საბოლოო შედეგები თამაზ მარგველაშვილის თქმით, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.