გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ ბიუჯეტი დაწვა

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტი სიმბოლურად დაწვა. როგორც წულაიამ განაცხადა, აღნიშნული ბიუჯეტი ქუთაისში ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ზოგადად ქალაქის განვითარებას არ ემსახურება, რის გამოც უნდა დაიწვას.
„2017 წლის ბიუჯეტი ქუთაისის დანგრევას ემსახურება. ბიუჯეტი არ არის გათვალისწინებული ბიზნესის, ქალაქის განვითარებაზე. გვაქვს ძველი ბიუჯეტი და გვყავს ძველი შემსრულებლები, რის გამოც ეს ბიუჯეტი უნდა დაიწვას,“ -განაცხადა წულაიამ.
მისივე თქმით, ქალაქის მერიას დაანონსებული ოპტიმიზაცია მოსახლეობის ხარჯზე გადააქვს. როგორც ოპოზიციონერი ამბობს, მის უკმაყოფილებას ის ფაქტიც იწვევს, რომ მერია ააიპებს არ აუქმებს.
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი 51 572 800 ლარს შეადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და განათლების სფეროების განვითარება წარმოადგენს.
წულაიას ბრალდებებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.