Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გაგვასამართლეთ,'- დეპუტატისთვის პიჯაკის შემოხევაში ბრალდებულების აქცია ქუთაისში

თარიღი : 25-12-2016, 18:51 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ე.წ. პიჯაკის შემოხევის საქმეში ბრალდებულებმა აქცია გამართეს. როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკუშა ნარსიამ Topnews.com.ge-სთან საუბარში განაცხადა, მათ მიმართ დაწყებული დევნა უსამართლოა.

"ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომლითაც მე და ჩემს ორ მეგობარს ყოფილ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოპხევას გვედავებიან. ჩვენი სლოგანია გაგვასამართლეთ, რადგან ჩვენი საქმე შეგნებულად ჭიანურდება," - აცხადებს ნიკუშა ნარსია.

შგახსენებთ, რომ აქცია, რომლის დროსაც ინცინდენტი მოხდა, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რუსთავი 2-ის მხარდაჭერის მიზნით, გასული წლის ორ ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ნიკოლოზ ნარსიას, კახა გაბუნიასა და მირიან დეისაძის დაკავება სამ ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულ პიროვნებებს სასამართლომ ჯერ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო შემდეგ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მათ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედებათ ბრალად.


ნანახია: 2034-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ე.წ. პიჯაკის შემოხევის საქმეში ბრალდებულები აქციას გამართავენ.
როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკუშა ნარსიამ Topnews.com.ge-სთან საუბარში განაცხადა, პროკურატურამ ბრალდებულებს განრიდების გაკეთება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე ბოლო სხდომა დღეს გაიმართა.
ნიკოლოზ ნარსიას, კახა გაბუნიასა და მირიან დეისაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე კვირას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა
სამ პირს სამართალდამცავები რუსთავი 2–ის მხარდამჭერ აქციაზე დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევას ედავებოდნენ.
ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინცინდენტზე სამართალდამცავებმა ორი პირი

ამინდი