Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაული ნაგავმზიდ მანქანებსა და ნარჩენების კონტეინერებს შეიძენს

თარიღი : 25-12-2016, 18:45 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის გრძელვადიანი სესხის ასაღებად ნებართვის მიცემის თაობაზე იმსჯელეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთ ძირითად ფუნქცია-მოვალეობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნაგვის შეგროვება-გატანა წარმოადგენს. არსებული ტექნიკური რესურსით ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ყველა სოფლის მომსახურებას და ნაგვის ურნებით უზრუნველყოფას ვეღარ აკმაყოფილებს. იზრდება მყარი ნარჩენების შეგროვების არეალიც.

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ევროპის რეკონსტრუციისა და განვითარების ბანკს შორის 2016 წლის 12 ივლისს გაფორმებული გრანტისა და ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველომ მყარი ნარჩენების პროექტისათვის დაფინანსება მიიღო. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეისყიდა ნაგავმზიდი მანქანები და ნარჩენების კონტეინერები, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გადანაწილდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აღნიშნული ტექნიკის შესაძენად 173 000 ევროს სესხის სახით აღებას აპირებს. ამ თანხით მუნიციპალიტეტი 2 ნაგავმზიდ მანქანას და 100 ცალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს. სესხის გადახდას ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ორი წლის შემდეგ დაიწყებს და 10 წელში დაფარავს.

დღესდღეობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 143 კონტეინერია განთავსებული. გამგეობის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის, არჩილ ლურსმანაშვილის განმარტებით, აღნიშნული რაოდენობა სრულად ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას. ბატონი არჩილი აანონსებს, რომ კონტეინერების რაოდენობა გასამმაგდება ხოლო ნარჩენების შეგროვების ინტენსივობა გაიზრდება.

სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს და მუნიციპალიტეტის სახელით სესხის აღებაზე თანხმობა განაცხადეს.

NS


ნანახია: 1459-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რეგიონების ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღჭურვის პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის
ინფორმაცია ბიუროს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.
ქუთაისის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტის მიზანია ნარჩენების გატანა მოსახლეობის ჯანმრთელობის შერყევის გარეშე
ახლო მომავალში, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისთვის ერთი ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება

ამინდი