'გაგვასამართლეთ',- ყოფილი დეპუტატისთვის პიჯაკის შემოხევაში ბრალდებულები პროკურატურასთან თავის მიბმას აპირებენ

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ე.წ. პიჯაკის შემოხევის საქმეში ბრალდებულები აქციას გამართავენ. როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნიკუშა ნარსიამ Topnews.com.ge-სთან საუბარში განაცხადა, ისინი აპირებენ, რომ აქციის მსვლელობისას პროკურატურასთან თავი მიიბან.
"ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე მიმდინარეობს იმ საქმის განხილვა, რომლითაც მე და ჩემს ორ მეგობარს ყოფილ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოპხევას გვედავებიან. ჩვენი სლოგანია გაგვასამართლეთ. ვაპირებთ, თავები მივიბათ პროკურატურასთან," - აცხადებს ნიკუშა ნარსია.
შგახსენებთ, რომ აქცია, რომლის დროსაც ინცინდენტი მოხდა, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, რუსთავი 2-ის მხარდაჭერის მიზნით, გასული წლის ორ ოქტომბერს გაიმართა. ხოლო ნიკოლოზ ნარსიას, კახა გაბუნიასა და მირიან დეისაძის დაკავება სამ ოქტომბერს მოხდა. აღნიშნულ პიროვნებებს სასამართლომ ჯერ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო შემდეგ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მათ რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისათვის პიჯაკის შემოხევა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედებათ ბრალად.