ქუთაისიდან სტრასბურგში წასულმა დელეგაციამ თვითმფრინავის რეისზე დააგვიანა

ქუთაისიდან საფრანგეთში, ქალაქ სტასბურგში წასულმა დელეგაციის 30-მა წევრმა თვითმფრინავის რეისზე დააგვიანა.
როგორც იმერეთის ახალი ამბების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა, მიუნხენის რეისზე დაგვიანების გამო, დელეგაცია, რომელიც 23 დეკემბერს უნდა ჩამოსულიყო, ამ დრომდე არ ჩამოსულა.
არსებული ინფორმაციით, 30-მდე წევრს რეისზე დაგვიანების გამო, სასტუმროს ხარჯების დასაფარი და ახალი ბილეთების საყიდელი თანხა ქუთაისიდან გადაურიცხეს.
„სამწუხაროდ ზუსტ თანხებს ამჟამად ვერ გეტყვით, რადგან სამსახურში არ ვიმყოფები, თუმცა სტრასბურგში დელეგაციის ვიზიტის ძირითადი დამფინანსებელი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველო (LDA-Georgia) იყო. რაც შეეხება თვითმფრინავის რეისთან დაკავშირებულ ინციდენტს ,ამის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ,"- განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დელეგაციის წევრები 20 დეკემბერს ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს და ევროპის ახალგაზრდულ ცენტრს ეწვივნენ.შეხვედრების ფარგლებში, მათ მიიღეს ინფორმაცია ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლებისა და ევროპული ინსტიტუციების მუშაობის შესახებ.
სტრასბურგში ვიზიტამდე, აღნიშნული პროექტის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს სამი თვის განმავლობაში, ევროპული ინსტიტუციების მნიშვნელობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ტრენინგ-სემინარები უტარდებოდათ.