მეორადი საახალწლო ნაძვის ხე და უკეთესი ახალი წლის დაპირება
თარიღი : 2-12-2013, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერია ქალაქის საახალწლოდ მორთვის მიზნით 95 100 ლარს დახარჯავს. შესაბამის სამუშაოებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „უჯარმა“ შეასრულებს. ქუთაისისათვის სადღესასწაულო სახის მიცემა კი 20 დეკემბერს დასრულდება.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზურა ზამბახიძის თქმით, ცენტრალური ქუჩების გარდა, საახალწლოდ ცისფერყანწელთა, წმინდა ნინოს ქუჩებისა და ცენტრალურ ბაღში მდებარე ხეების განათება მოხდება.
ტენდერში გამარჯვებული შპს ქალაქის მოსართავად ახალი აქსესუარების გარდა, გასულ წელს გამოყენებული და შეკეთებული აქსესუარებითაც ისარგებლებს. რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხეს, ცნობილია, რომ მიმდინარე წელს ქუთაისს ახალი ნაძვის ხე არ ექნება. ხოლო ძველი ნაძვის ხე მესხიშვილის ან ოპერის თეატრის წინ განთავსდება. როგორც ზამბახიძე ამბობს, აღნიშნულზე ამ დროისათვის ჩამოყალიბებული არ არიან.
მიმდინარე წლის 31 დეკემბერს, ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება, რომლის ტექნიკური ნაწილის ორგანიზების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით ტენდერია გამოცხადებული. ტენდერის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 688 ლარია.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ 2014 წელი გასულ წელზე უკეთესი იქნება.