Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლამ სპორტულ ტანვარჯიშში რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა

თარიღი : 23-12-2016, 19:51 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროს გურამ თურქაძესთან ერთად სპორტის სასახლეში გამართულ ტურნირს დაესწრო. საქართველოს რესპუბლიკური ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში თერჯოლის მუნიციპალიტეტში წელს პირველად გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდა თერჯოლის, ქუთაისისა და ბათუმის 50 ტანმოვარჯიშე.

თერჯოლელ სპორტსმენთა სპორტული შედეგები ასე გამოიყურება:

I ადგილი-შერეული წყვილი-მოზარდთა მეორე თანრიგი-გამეზარდაშვილი თამაზი და სახელაშვილი ნინი.
I ადგილი-გოგონათა ორეული-მოზარდთა პირველი თანრიგი-ჩიტიძე მარიამი, სახელაშვილი მარიამი.
II ადგილი-გოგონათა სამეული-მოზარდთა მეორე თანრიგი-რობაქიძე მარიამი, ფანჩულიძე სალომე, გოგიჩაძე მარიამი.
III ადგილი-გოგონათა ორეული-მოზარდთა მეორე თანრიგი-აბულაძე ხატია, მოდებაძე მარიამი.

ტურნირს ორგანიზებას უწევდნენ ა(ა)იპ „თერჯოლის სპორტული სკოლა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი“-დირექტორი ირაკლი ჩხეიძე და თერჯოლის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და აკრობატიკის ფუძემდებელი თერჯოლაში, საერთაშორისო სპორტის ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი სპორტულ აკრობატიკაში ლალი დიაკონიძე.

ტურნირს ასევე ესწრებოდნენ:
გურამ ოსანიძე-აჭარის სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი,
როზა ცელია, ნატალია კუპრაშვილი, ნანა თაბაგარი, ლალი მირჩიაშვილი-საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები,დამსახურებული მსაჯები ქუთაისიდან;
მარინა კალანდაძე-საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, დამსახურებული მსაჯი ბათუმიდან;
მარინა კალანდაძე და როზა ცელია-საქართველოს ნაკრების მწვრთნელები.
http://www.picz.ge/img/s1/1612/23/4/4808146ef100.jpg
„მოხარული ვარ, რომ თერჯოლა ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს მასპინძლობს. სპორტული ტანვარჯიში ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ იასპარეზებს არაერთი მომავალი ჩემპიონი, რომელთაც შესაძლებლობა მიეცემათ ასახელონ საქართველო,“-აღნიშნა თეიმურაზ ჯაფარიძემ.
NS


ნანახია: 2070-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ ტურნირში, საქართველოს 14 მუნიციპალიტეტიდან 162 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში 82 მოსწავლე მონაწილეობდა, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან-სოფ. ქვედა სიმონეთის მე-10
ინტელექტუალურ ჩემპიონატ ,ეტალონში" თერჯოლის 24 საჯარო და ერთი კერძო სკოლის 73 მოსწავლე მონაწილეობდა.

ამინდი