Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'როცა საათი 12-ს ჩამოკრავს, რაც შეიძლება მაღლა ახტით და სანამ იატაკზე დაეშვებით, სურვილის ჩაფიქრება მოასწარით'

თარიღი : 22-12-2016, 15:55 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
რამდენიმე დღეში ახალი, 2017 წელი შემობრძანდება.

ამბობენ, ამ ჯადოსნურ ღამეს ყველა ნატვრა და სურვილი ასრულდებაო და იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ღამის 12 საათზე სურვილს არ უთქვამდეს. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ რიტუალებს, რომელსაც ადამიანები ახალი წლის ღამეს ატარებენ:

1. ვიდრე ღამის 12 საათი შესრულდება, ფურცელზე სურვილი დაწერეთ, დაწვით და შამპანიურის ჭიქაში დაფერფლეთ, შემდეგ კი დალიეთ - ეს ყველაფერი 1 წუთში უნდა მოასწროთ.

2. თუ გაინტერესებთ, ამ წელს დაოჯახდებით თუ არა, მაშინ საღამოს სახლის კარი გააღეთ, ღია კარისკენ ზურგით დადექით, გაიხადეთ მარცხენა ფეხსაცმელი და მხარს მიღმა გარეთ გადააგდეთ. თუ ფეხსაცმლის წვერი სახლის მხარესაა მიმართული პირად ცხოვრებაში სიახლეს არ უნდა ელოდოთ, თუ პირიქით მაშინ გაგიმართლებთ.

3. ასევე პოპულარულია პატარა ფურცლებზე სურვილების ჩამოწერა და ბალიშის ქვეშ დაწყობა. დილით ბალიშიდან მხოლოდ ერთი ფურცელი აიღეთ და წაიკითხეთ - რა სურვილიც ფურცელზე დაწერეთ, აგისრულდებათ.

4. საახალწლო სუფრაზე ყურძენი დადეთ. როდესაც საათი წამების ათვლას დაიწყებს, თითო მარცვალი მიირთვით და სურვილი ჩაიფიქრეთ.

5. როცა საათი 12-ს ჩამოკრავს, რაც შეიძლება მაღლა ახტით და სანამ იატაკზე დაეშვებით, სურვილის ჩაფიქრება მოასწარით.

6. ასევე პოპულარულია სურვილის ფურცელზე დაწერა და ნაძვის ხეზე ჩამოკიდება.

7. ახალი წელი ფინანსურად სტაბილური რომ იყოს, ნაძვის ხეს ხურდებითა და კუპიურებით რთავენ.


ნანახია: 2133-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ ნუსხას იმის შესახებ, თუ რა სახის ქმედებები გვეკრძალება 31 დეკემბერს.
წინასწარი დათვალიერებით ხანძრის მიზეზი გაუმართავი ელექტრო სადენები გახდა.
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილება იმ შემსრულებლებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს ქუთაისელებისათვის იმღერებენ, საზოგადოების
გთავაზობთ აღნიშნულ პროგრამას:
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი იხარჯება.

ამინდი