Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლაში ანსამბლ 'მასპინძელოს' 10 წლის იუბილე აღნიშნეს

თარიღი : 21-12-2016, 19:57 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დარბაზში ანსამბლ „მასპინძელოს“ საიუბილეო კონცერტი გაიმართა. ვაჟთა ვოკალური ჯგუფი, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა, წარმატებით მოღვაწეობს და აქტიურ მონაწილეობას იღებს როგორც თერჯოლის, ასევე იმერეთისა და მთელი საქართველოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში. ანსამბლის რეპერტუარში 70-ზე მეტი ფოლკლორული და ლირიკული სიმღერაა.

კონცერტს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, მოადგილეები თემურ ქოჩიაშვილი და ნუკრი სარდანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, საკრებულოში თერჯოლის დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მხეიძე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ხელმძღვანელი რეზო ჭანიშვილი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ცეკვის თეატრ „მეტეხის“ დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი შალამბერიძე და სხვა საპატიო სტუმრები.
http://www.picz.ge/img/s2/1612/21/c/c14085f754e6.jpg
საღამოს უძღვებოდა განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე. ანსამბლის ყოველ შესრულებულ ნომერს თან სდევდა მაყურებელთა აღფრთოვანება და ოვაციები.

ანსამბლ „მასპინძელოს“ ხელმძღვანელი ქალბატონი ინეზა ბუცხრიკიძე;

ანსამბლ „მასპინძელოს“ შემადგენლობა: გელა ქოჩიაშვილი, ზაზა ჯაკობია, ირაკლი აფხაიძე, ზურა რობაქიძე, გიორგი ჭანკვეტაძე, ნუკრი ზამბახიძე, პაატა მაკარიძე, ირაკლი მაკარიძე, ბესიკ დოლაკიძე, ნიკოლოზ ჟორჟოლიანი, ემზარ ფუტკარაძე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა მათ ულოცავს იუბილეს და უსურვებს მრავალ შემოქმედებით წარმატებას.

NS


ნანახია: 1639-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა, რის შემდეგაც კულტურის
სპექტაკლს თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ესწრებოდა.
თერჯოლაში გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო.
კონცერტი თერჯოლის კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდა.
კონცერტის დასასრულს, კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს თეიმურაზ ჯაფარიძეს მხარდაჭერისა და
მსმენელი ოვაციით შეხვდა ჯგუფის მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს.

ამინდი