Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის გამგებელმა სათნოების სახლის ბენეფიციარები მოინახულა

თარიღი : 21-12-2016, 19:44 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის ა(ა)იპ „სათნოების სახლი“ ახალ ფართში განთავსდა. უფასო სასადილო ამ დრომდე ნაქირავებ ფართში იყო განთავსებული. 83 კვ. მეტრზე მდგარი ფართი ა(ა)იპ „სათნოების სახლს“ უსასყიდლო, უზურფრუქტის წესით სარგებლობაში გადაეცა. ამ დროისთვის უფასო კვებით ხარაგაულში 67 ბენეფიციარი სარგებლობს.

დღეს სათნოების სახლის ახალი ფართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ,მოადგილე თემურ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.

ნიკო თოფურიძე ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ ყოველდღიურად, ბენეფიციარებისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

დღეს სათნოების სახლის ბენეფიციარებს ხილითა და ტკბილეულით უმასპინძლეს.

NS


ნანახია: 1366-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ 'სათნოების სახლი' ახალ ფართში გადადის.
სამტრედიის სათნოების სახლში ხუთი მოხუცის გარდაცვალების მიზეზებს იკლვევენ. დაწესებულების 29 ბენეფიციარიდან ხუთი მათგანი
ლევან და გოჩა ხარაძეების მრავალსულიანი ოჯახი მძიმე ეკონომიურ პირობებში ცხოვრობს.
მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ პირადად გაცნობოდნენ და დაეთვალიერებიათ ის ცვლილებები, რომელიც

ამინდი