პროექტის 'ახალგაზრდები ევროპისთვის' ქუთაისელი მონაწილეები სტრასბურგში იმყოფებიან
თარიღი : 21-12-2016, 14:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

„ახალგაზრდები ევროპისთვის“- პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.
ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მარიამ მაისაიამ, ახალგაზრდებს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა. ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. სტუდენტებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.
სტრასბურგში ვიზიტი 23 დეკემბრამდე გაგრძელდება პროექტის მიზანია,ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებებისა და ევროპული ინსტიტუციების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტი „ახალგაზრდები ევროპისთვის“ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველო (LDA-Georgia) , ქუთაისისა და სტრასბურგის მერიის მხარდაჭერით, ხორციელდება.