ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის მიზეზით გაუქმებული რეისები აღდგა
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უამინდობის მიზეზით გაუქმებული რეისები აღდგა

თარიღი : 20-12-2016, 18:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმებული რეისები აღდგა. როგორც აეროპორტის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, ავიაკომპანია "Wizz Air"-ის რეისი ვარშავას მიმართულებით შესრულდება დღეს, 20 დეკემბერს 21:00 სთ-ზე. ბუდაპეშტის მიმართულებით ავიარისი შესრულდება დღეს, 20 დეკემბერს 22:00 სთ-ზე.

ავიარეისების შეჩერებასა და მგზავრების უკმაყოფილებასთნ დაკავშირებით განცხადება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ გააკეთა. მისი თქმით, აეროპორტი ავიარეისების შესასრულებლად სრულ მზადყოფნაშია.

"ფრენები ყველა მიმართულებით აღდგა. რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით კი უკვე განხორციელდა. რამდენიმე სათში კი შესრულდება ლარნაკას რეისი. ამ დროისთვის რიგი მიზეზების გამო გაუქმებულია რეისი მხოლოდ სოფიას მიმართულებით. მსგავსი უხვი ნალექი ქუთაისში არასდროს ყოფილა, თუმცა აეროპორტი თოვლს მომზადებული შეხვდა და მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ასაფრენი ბილიკის წმენდა. ფრენების შეფერხება კი ცუდი ხილვადობით იყო გამოწვეული," - განაცხადა ალექსიძემ.

შეგახსენებთ, რომ შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.


ნანახია: 1022-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში რამდენიმე რეისი უამინდობის გამო გაუქმდა.
შეფერხება შეეხო ბუდაპეშტის, ვარშავის, კიევის და სალონიკის ავიარეისების შესრულებას.
რეისის 172 მგზავრიდან უმეტესობა ლატვიელები იყვნენ. პირველი მგზავრები საზღვარზე ქართული ღვინოებით დასაჩუქრდნენ.
როგორც მგზავრები აცხადებენ, მათთვის რეისის გაუქმების მიზეზი არავის აუხსნია.
აეროპორტში ხმაურის და შეფერხებების მიზეზი უამინდობა გახდა.
2012 წლიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 380 172 მგზავრს მოემსახურა.
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს
ავტოსატრანსპორტო საშუალების იძულებითი გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოხატა აგრესია და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს

ამინდი