Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„იუმორის ომი“ წერეთლის უნივერსიტეტში

თარიღი : 30-11-2013, 22:35 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სასწავლებელში უკვე მესამე დღეა მხიარულთა და საზრიანთა კლუბების თამაშის სეზონი გაიხსნა. ჩემპიონატში მონაწილეობას 14 გუნდი იღებს. გუნდების შემოქმედებას 5 კაციანი ჟიური აფასებს, რომელშიც სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ირაკლი ჯიშკარიანი, იმერეთის მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე რამაზ კილასონია, საქართველოს ჩემპიონი ნაკრების წევრი, ვეტერანი მან სან კანელი _ ზაალ კუხიანიძე, ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და უნივერსიტეტის ფინანსური და მატერიალური სამსახურის ხელმძღვანელი კახაბერ კუპატაძე შედიან.
ჩემპიონატში როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი გუნდები-„თუჯი“, „ვერდუგო“,,იშვიათი იმერლები“, ,, ქსუ“ და სხვები მონაწილეობენ. წესების მიხედვით, ყოველ ოთხ გუნდში თამაშს ერთი გუნდი ეთიშება, ხოლო ხუთშ გუნდში -ორი.
როგორც ერთ-ერთი გუნდის მონაწილემ დავით ფურცხვანიძემ აღნიშნა, უკვე შვიდი წელია მონაწილეობს მსგავს ღონისძიებაში.
,,როგორც გამოცდილი მოთამაშე ვფიქრობ, ძლიერი კონკურენტი ვართ მონაწილე გუნდებისთვის. პრიზის შესახებ ჯერ არ ვართ ინფორმირებულები. მირჩევნია სიურპრიზად დარჩეს“,“ - ამბობს ფურცხვანიძე.
„წარმომადგენლობითი გუნდი ბევრია, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი მსგავსი ღონისძიებისთვის. გუნდებს აშკარად ეტყობათ დამოუკიდებლობა. გამოირჩევა რამდენიმე მონაწილე,რომელიც ამ სფეროს თუ გაჰყვება, წარმატებული გახდება. წინა თამაშზე აღვნიშნე, რომ უნდა არსებობდეს ზომიერი ცენზურა. არამარტო მონაწილეებისათვის, არამედ მაყურებელთათვის,“ - აცხადებს კახაბერ კუპატაძე.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბების თამაში სასწავლებელში მეორე წელია იმართება.

თიკა გურგენიძე


ნანახია: 3122-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თამაშის შედეგად საუკეთესო მოთამაშედ დავით ფურცხვანიძე დასახელდა.
თამაშის შედეგად საუკეთესო მოთამაშედ დავით ფურცხვანიძე დასახელდა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი მხიარულთა და საზრიანთა კლუბებს შორის საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატს
იუმორისტულ გუნდს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტური თვითმმართველობის სიმპათიის პრიზი გადაეცა.
ფესტივალში, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, მუნიციპალიტეტის
[online][/online]
[offline][/offline]
: Kakha , Гости | 01.12.13 | 
Qeseushi kaveeni wlebis ukan titqmis yovel weliwads imarteboda, me rac maxsovs daaxloebit 1999wlidan 2004de yovel cels imarteboda, me tavad viyavi organizatori am yvelafris da "chveni" universiteti imeretis, qutaisis da dasavlet saqartvelos chempionebic iyvnen........... Tyuilia rodesac ambobt rom universitetshi meore welia rac kaveeni tardebao, mas qeseushi gacilebit didi xnis tradicia gaachnia.

ამინდი