Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩვენი პატრონი არავინ არის,'- გაყინვისთვის განწირული მოსახლეობა

თარიღი : 20-12-2016, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ზამთრის სეზონზე სიცივით გაყინვა ემუქრება. სათბობი შეშის პრობლემა აქვთ სოფლების-საიმედოს, დიმის, დიდველისა და როკითის მოსახლეობას. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ტყიდან შეშის გამოსატანად საჭირო ნებართვას ან დაგვიანებით იღებენ ან სატყეო სააგენტო ტყე-კაფს ისეთ ადგილას გამოუყოფს, სადაც მოსახლეობას მისვლა და შეშის გამოტანა დიდი თანხა უჯდება.

„მაგდენი ფული რომ მქონდეს, შეშას ვიყიდდი და მოვიტანდი. ჩვენთან ახლოს ტყე არის, ტყეში უამრავი წაქცეული ხე და ფიჩხია. ფიჩხის გამოტანის საშუალებასაც არ გვაძლევენ. გასულ წელს მაგისთვის დამაჯარიმეს. გაყინვისთვის ვართ განწირულები. ეზოში თუ რაიმე ხე გაგვაჩნია, ვჭრით. აქციაც გავმართეთ გასულ წელს, მაგრამ ტუილი დაპირებით დაგვაშლევინეს. ჩვენი პატრონი არავინ არის,“ - აცხადებს სოფელ საიმედოში მცხოვრები ალექსანდრე გუმბერიძე.

პრობლემის მიზეზებს განმარტავენ იმერეთის სატყეო სააგენტოში. სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ ხარაბაძე ამბობს, რომ ცდილობენ მოსახლეობას ტყე-კაფი საცხოვრებელთან ახლოს გამოუყონ. ხარაბაძე აქვე საშეშე მერქნის დეფიციტზე საუბრობს.

„ვცდილობთ მოსახლეობის ინტერესები შეძლებისდაგვარად გავიზიაროთ. ჩვენ გამოვყოფთ ტყე-კაფს, სადაც მოსახლეობას ბილეთის საფუძველზე შესვლა და შეშის გამოტანა შეუძლია. სადაც ტყის რესურსია, იქ ტყე-კაფი მოსახლეობასთან ახლოს გამოიყოფა. რაც შეეხება ტყიდან შეშის გამოტანასთან დაკავშირებულ ხარჯებს, აღნიშნულ საკითხში მოსახლეობას ვერ დავეხმარებით,“ - აცხადებს ხარაბაძე.


ნანახია: 2237-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიხედვით, 2013 წლიდან 2015 წლამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა არალეგალური ტყითსარგებლობის ფაქტები,
ეროვნული სატყეო სააგენტოს მიხედვით, 2013 წლიდან 2015 წლამდე მნიშვნელოვნად გაიზარდა არალეგალური ტყითსარგებლობის ფაქტები,
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ შეშის პრობლემა თითქმის ყველა რეგიონშია, გარდა რაჭისა. იქ ოჯახების უმრავლესობას შეშა
წლების წინ გაუვალი ტყის ტერიტორია დღეს განადგურებულია.
ასათიანის ქუჩაზე, სასტუმრო 'თბილისის' ყოფილ შენობაში მცოხვრები ოჯახები ამბობენ, რომ ავარიულ შენობაში გათბობის ერთადერთი საშუალება
ქუთაისის მერიაში შეშით უზრუნველყოფის თხოვნით 500 განცხადებაა შესული.

ამინდი