Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ტყიბულში თოვლის საფარისგან ქუჩების გაწმენდა სათანადოდ ვერ ხდებოდა, თუმცა პრობლემა მოგვარებულია"

თარიღი : 18-12-2016, 18:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში გზების თოვლისგან გასაწმენდად ტექნიკა შეიძინეს. თოვლისგან გზების გაწმენდა 3 ერთეული ტრაქტორით ხორციელდება. ამის შესახებ Topnews.com.ge-ს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს.

გზების გწმენდითი სამუშაოებს სოფელ მუხურაში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაესწრო. გამგებელი სხვადასხვა ქუჩაზე მოსახლეობასაც გაესაუბრა.
http://www.picz.ge/img/s4/1612/18/f/f9704d3583d2.jpg
"რამდენიმე დღეა თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა, ასევე გაიწმინდა დასავლეთის შახტის, ძიძიგურისა და წულუკიძის სახელობის შახტის დასახლებები (ე.წ. ლენინის, სტალინის, ორჯონიკიძის უბნები და საკურდღლია) და სასაფლაომდე მისასვლელი გზები. ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და ჩიხების გაწმენდა. რამდენიმე დღის წინ სათანადოდ ვერ ხდებოდა ქალაქის ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა, რაც მოძველებული ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლით იყო გამოწვეული. თუმცა, ამ დროისთვის პრობლემა გადაჭრილია, ექსტრემალურ პირობებში შეძენილი იქნა DT-ს ტიპის ტრაქტორი, ასევე მოხდა დაზიანებული ტექნიის შეკეთება და ამჟამად გზის გაწმენდითი სამუშაოები სამი მაღალი გამავლობის მექანიზმით ხორციელდება," - განაცხადა რობიზონ გვენეტაძემ.

მუნიციპალიტეტის გამგეობაში იმასაც აცხადებენ, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით შექმნილია საგანგებო შტაბი და კომუნლური გაერთიანების სამსახური მუშაობას 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს.

NS


ნანახია: 1740-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თოვლის საფარისგან ამჟამად ცალკეული უბნები იწმინდება.
დიდთოვლობის გამო სოფელი უკვე ერთი კვირაა გარე სამყაროს მოწყვეტილია.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე, ქალაქის მასშტაბით, ყველა სასაფლაოსთან მისასვლელი გზის გაწმენდა მოხდება.
ჭიათურის გამგებელმა ზურაბ კუპარაძემ სოფელ ვაჭევის ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები გვიან საღამოს მოინახულა. მუნიციპალიტეტის
სამუშაოებს 'სპეციალური სერვისები' ახორციელებს.

ამინდი