ქუთაისის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ქველმოქმედება
თარიღი : 18-12-2016, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილების ორგანიზებით, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის ფოიეში საქველმოქმედო აქცია "დავიბედოთ სიკეთე" გაიმართა. აქციაში კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციის თანამშრომლები და ფილიალის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. აქციაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი საახალწლო სუვენირები, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა ბერი ანდრიას სახელობის სარეაბილიტაციო სასტუმრო სახლის ფონდში გადაირიცხა.

კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა ელისო ქაროსანიძემ დედა თინათინს საკუთარი წიგნი „მწვანე ზარდახშა“ უსახსოვრა და ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სუვენირები შეიძინა.
ელისო ქაროსანიძის თქმით, გაერთიანება აქტიურადაა ჩართული მსგავს საქველმოქმედო აქციებში.