Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოსწავლეები ხელნაწერ 'ვეფხისტყაოსანს' შექმნიან-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინიციატივა

თარიღი : 15-12-2016, 18:45 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალმა-მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ პროექტი-„ვწერ ვინმე მესხი მელექსე, მე რუსთველისად ამისად“ დაიწყო.

ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით დაწყებული პროექტის მიზანს „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაცია, სასწავლო პროცესში მოსწავლეთა კიდევ უფრო წახალისება და ქალაქის სკოლების მასშტაბით წარჩინებულ მოსწავლეთა გამოვლენა წარმოადგენს.
http://www.picz.ge/img/s2/1612/15/c/c6a0e2c639ff.jpg
„სურვილი გვაქვს შევქმნათ ხელნაწერი წიგნი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქუთაისის ყველა სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა ჩანაწერები, თითო სტროფი „ვეფხისტყაოსნიდან“. ამ პროექტით მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ხელნაწერი წიგნი იქნება, როგორც წარმატებულ მოსწავლეთა რელიქვია. ხელნაწერის შეგროვება გახდება ტრადიციული და წლების მანძილზე დაგროვდება ინფორმაცია ქალაქში შემოქმედ და წარმატებულ მოსწავლეთა შესახებ. ღონისძიება ყოველწლიური იქნება. ყოველწლიურად 45 მოსწავლე "ვეფხისყტაოსნის“ თითო სტროფს გადაწერს. 35 წლის შემდეგ კი "ვეფხისყტაოსნის" სრული ხელნაწერი გვექნება, რომელიც წიგნად გამოიცემა. ქუთაისი არის პირველი, რომელმაც აღნიშნული პროექტი დაიწყო. მინდა სხვებსაც მოვუწოდო ჩართულობისკენ და მინდა მადლობა გადავუხადო კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველს ქალბატონ ელისო ქაროსანიძეს, რომლის მხარდაჭერის გარეშე ეს პროექტი ვერ დაიწყებოდა," - აცხადებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი.

პროექტი ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზდობის სასახლეში 15 დეკემბერს დაიწყო და 16 დეკემბერს დასრულდება. მასში მონაწილეობის მიღება თითო სკოლიდან თითო წარჩინებულ მოსწავლეს შეუძლია. პროექტის მონაწილეებს ადგილზე ურიგდებათ თაბახის ფურცლები და ერთი საათის განმავლობაში უნდა გადაიტანონ ფურცელზე მითითებული ტექსტი.


ნანახია: 2057-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კონკურსებში ჩართვა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ.
იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად არის გამოცხადებული.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს.
კონფერენციაში დაახლოებით 300-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ქუთაისში შერჩეული ნამუშევრები თბილისში, ეროვნულ კონფერენციაზე
ღონისძიებას ქუთაისიდან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უერთდება.
დაჯილდოების ცერემონია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გაიმართა.