Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის 2017 წლის ბიუჯეტს 16 დეკემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებენ

თარიღი : 15-12-2016, 12:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო ცვლილებასა და 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის განმარტებით, საბიუჯეტო ცვლილების შედეგად, ხარაგაულის ა(ა)იპ-ებს, 2016 წლის დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურების ხარჯებისა და სხვა გადაუდებელი ხარჯების დასაფინანსებლად დამატებით ესაჭიროებათ სუბსიდია 186,7 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის, შრომის ანაზღაურების ხარჯებისათვის 149,7 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი ხარჯებისათვის - 37,0 ათასი ლარი.

კომისიის წევრებმა საბიუჯეტო ცვლილება დადებითად შეაფასეს. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ჭიპაშვილმა.
რაც შეეხება 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს, როგორც კომიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს გარკვეული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადაუგზავნა.

დღევანდელი კომისიის სხდომაზე გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა კომისიის წევრებს ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებული ვარიანტი წარუდგინა.

ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, გამგეობამ საკრებულოს შენიშვნები გაითვალისწინა და 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება 16 დეკემბრის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე იგეგმება.

NS


ნანახია: 1368-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაცია ბიუროს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც 14 ნოემბერს გაიმართება, დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მანანა ბარბაქაძის
"ხარაგაულდასუფთავება“ ოქტომბრის თვის ხელფასების გაცემისთვის და სხვა აუცილებელი ხარჯებისათვის დამატებით 50 ათასი ლარს ითხოვს
დეპუტატი უკმაყოფილებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ საკრებულოს წევრებმა რამდენიმე დღის წინ ჩაშლილი საკრებულოს
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის გოგიტა გოგელაშვილისათვის