Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ ხვდება ხარაგაული ახალ წელს?

თარიღი : 15-12-2016, 12:56 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილ საახალწლო და საშობაო ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს.

გთავაზობთ აღნიშნულ პროგრამას:

1. საახალწლო ღონისძიებები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაში 15 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება;
2. კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი ,,სამი გოჭის ზღაპარი“, სოფელ ბორითის კულტურის ცენტრი, 19 დეკემბერი, 14 საათი;
3. საახალწლო კინოჩვენება ბავშვებისათვის, კინოთეატრის შენობა, 22 დეკემბერი, 15 საათი;
4. ,,საახალწლო ზღაპარი”, საბავშვო ბიბლიოთეკის დარბაზი, 22 დეკემბერი, 13 საათი;
5. სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი, სამუსიკო სკოლა, 23 დეკემბერი 15 საათი;
6. N1 საბავშვო ბაღთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი ,,მაშა და დათვი“, ბორითი, კიცხი, ვახანის საბავშვო ბაღებში - 20-27 დეკემბერი;
7. საახალწლო ,,მხიარული სტარტები“, სპორტული დარბაზი, 26 დეკემბერი, 13 საათი;
8. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, 26 დეკემბერი, 13 საათი;
9. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის კონცერტი, კინოთეატრის შენობა, 27 დეკემბერი, 14 საათი;
10. საახალწლო კარნავალი დაბის სკოლების მონაწილეობით, კინოთეატრის შენობა, 28 დეკემბერი, 15 საათი;
11. კულტურის ცენტრის საახალწლო კონცერტი, კინოთეატრის შენობა, 29 დეკემბერი 17 საათი;
12. კულტურის სამსახურის და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ,,ტკბილეულის ფესტივალი“ და საახალწლო კონცერტი ახალგაზრდების მონაწილეობით, ღია ცის ქვეშ, 30 დეკემბერი, 18 საათი;
13. საშობაო ,,ალილო”, დაბის ტერიტორიაზე, 7 იანვარი, 11 საათი;
14. საახალწლო ანიმაციური ფილმი ბავშვებისათვის, კინოთეატრის შენობა, 9-11 იანვარი, 15 საათი;
15. ,,შობის ღამე“, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმი, 16 იანვარი;
16. კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის პრემიერა, კინოთეატრის შენობა, 18 იანვარი.

17. ხალხური შემოქმედების სახლის კონცერტი, კინოთეატრის შენობა, 25 იანვარი.


ნანახია: 2272-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გთავაზობთ იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას:
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, ბაღდათია გამონაკლისი, სადაც 31 დეკმებერს მერიას არცერთი აქტივობა არ დაუგეგმავს.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მიერ შემუშავებულ საახალწლო ღონისძიებების

ამინდი