თერჯოლის გამგებლის დავალება წარმომადგენლებს-მუდმივ კონტაქტზე იყვნენ მოსახლეობასთან
თარიღი : 14-12-2016, 19:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ტრადიციული, ყოველკვირეული თათბირი გამართა. თეიმურაზ ჯაფარიძემ თათბირზე ყველა იმ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის. ასევე გამგებლის წარმომადგენლებისაგან მოისმინა წლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
თეიმურაზ ჯაფარიძემ სტიქიაზეც გაამახვილა ყურადღება, გამგებლის წარმომადგენლებს დაავალა მუდმივ კონტაქტზე იყვნენ მოსახლეობასთან და ამინდის გაუარესებისა და რაიმე პრობლემების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების შტაბს“. ასევე გააცნო „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან“ შემოსული ინფორმაცია, რომელიც ეხება მწვავე რესპირატორული ინფექციებით გამოწვეული საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით მიზანშეწონილი ღონისძიებების გატარებას.
NS