ქუთაისში თეატრებს და 'ტორპედო'-ს ქალაქის ბიუჯეტი აღარ დააფინანსებს
თარიღი : 14-12-2016, 12:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში არსებულ თეატრებსა და ქალაქის საფეხბურთო კლუბ "ტორპედო"-ს ქუთაისის ბიუჯეტი აღარ დააფინანსებს. განცხადება ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გააკეთა.
რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. შოთა მურღულიას თქმით, თეატრების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება, რის შედეგადაც დგილობრივ ბიუჯეტს 2 მილიონ 300 000 ლარი დაეზოგება. მერის განცხადებით, გამოთავისუფლებული თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
რაც შეეხება ქუთაისის "ტორპედო"-ს, ქალაქის მერის თქმით, "ტორპედო"-საც ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებს.
"ამგვარად მილიონი ლარი დაგვეზოგება. როდესაც "ტორპედო"-ს უჭირდა, ადგილობრივი თვითმმართველობა მას გვერდით დაუდგა და ის შედეგი დადგა, რაც გუნდს 14 წლის განმავლობაში არ ჰქონია," - განაცხადა მურღულიამ.
ხატია ბანძელაძე