Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ჩემი და შენი იმერეთი,'- პროექტი შიდა ტურიზმის განვითარებისთვის

თარიღი : 14-12-2016, 11:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის, ტურიზმის განყოფილების ინიციატივით დაიწყო პროექტი- ,,ჩემი და შენი იმერეთი“.

"პროექტის მიზანია შიდა ტურიზმის განვითარებისათვის ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, ასევე სტუდენტების ჩართულობა თვითმმართველობის პროექტებში და მოტივაციის ამაღლება.

პროექტის I ფაზას წარმოადგენს კონკურსის წესით სტუდენტების შერჩევას. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა წარადგინეს 2-3 წუთიანი პრეზენტაციები. საუკეთესო სტუდენტებს შეარჩევს ტურიზმის განყოფილების თანამშრომლებით დაკომპლექტებული კომისია.

კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები, მენტორის ხელმძღვანელობით ჩაატარებენ პრეზენტაციებს ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში," - ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 1854-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
გამოფენაზე ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი საგამოფენო სტენდით არის წარმოდგენილი.
პროექტის მიზანს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე იმერეთის რეგიონის ცნობადობის ამაღლება და მხარეში უფრო მეტი ტურისტის ჩამოსვლა
სტუმრები სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის ქუთაისის საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან.
პრეზენტაციაზე უკრაინული მედიის წარმომადგენლები და წამყვანი ტურისტული კომპანიები იყვნენ მიწვეული.

ამინდი