ჯანდაცვის სამინისტროს ქუთაისში, საავადმყოფოებისა და ექიმების საქმიანობის შესწავლას სთხოვენ
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჯანდაცვის სამინისტროს ქუთაისში, საავადმყოფოებისა და ექიმების საქმიანობის შესწავლას სთხოვენ

თარიღი : 13-12-2016, 21:33 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის N3 სამშობიარო სახლში 4 წლის წინ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ალა მატინოვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს. მატინოვა უწყებას ქუთაისში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალის საქმიანობის შესწავლას სთხოვს.

ალა მატინოვას თქმით, მისი შვილი 4 წლის წინ, 25 იანვარს, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ შემთხვევა ექიმების უყურადღებობამ გამოიწვია. კონკრეტულად კი მატინოვას პრეტენზია მეან-გინეკოლოგ ირაკლი მერკვილაძესთან აქვს, რომელიც ამ დროისთვის ქუთაისის ახალ, N2 სამშობიარო სახლში საქმიანობს.

"ჩემს შვილს საკეისრო კვეთა 4 იანვარს ჩაუტარდა, 25 იანვარს კი გარდაიცვალა. სეფსისი განუვითარდა საკეისრო კვეთის შედეგად. 4 წელია სიმართლის გარკვევას ვითხოვ. როგორც გავიგე, ამ ექიმს კიდევ ბევრი ჰყავს ასე გამწარებული, თუმცა არ საუბრობენ. სამი თვე იყო პატიმრობაში, მაგრამ შემდეგ გირაო გადაიხადა და გარეთ გამოვიდა. ამდენი ხანია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიდის საქმის განხილვა და პროცესი ჭიანურდება. იმედი მაქვს, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. მინდა ვთხოვო ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დაინტერესდნენ ქუთაისში არსებული მდგომარეობით, რადგან ექიმების ხელით ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა, ეს რიცხვი ყოველწლიურად მზარდია. შეისწავლონ რა ხდება ქუთაისში," - აცხადებს ალა მატინოვა.

ირაკლი მერკვილაძე, რომლის მიმართაც ალა მატინოვას პრეტენზია აქვს, კომენტარზე უარს აცხადებს, თუმცა პირად საუბრებში ამბობს, რომ მოცემულ საქმეში მისი ბრალეულობა არ იკვეთება და მის მიმართ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღძრულიყო. ირაკლი მერკვილაძე იმასაც ამბობს, რომ ვიოლეტა მატინოვამ თავად განაცხადა უარი ჰოსპიტალიზაციაზე.

ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოში კი მოცემულ საქმესთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააგენტომ თავის დროზე შემთხვევაზე რეაგირება მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ ექიმების დაუდევრობა სახელდება დაახლოებით ორი თვის წინ ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შედეგად 23 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეში. ვიოლეტა მატინოვას საქმეზე კი ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. საქმის განხილვა ამ დროისთვის ექსპერტების დაკითხვის ეტაპზეა.


ნანახია: 2571-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ექიმებისთვის ლიცენზიის შეჩერებას კლინიკა 'ბომონდში', საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახი ითხოვს.
კლინიკა 'ბომონდში' საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს.
გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის დედა კლინიკასა და ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
ახალი #2 სამშობიაროს ექიმები ამავე კლინიკის დირექტორის, ირაკლი მერკვილაძის დაპატიმრებას აპროტესტებენ. თანამშრომლები კლინიკაში
ექიმი, რომელსაც ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალებას ედავებიან, მომხდარში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ
ჯამში ხეივანში 300-მდე ახალი ნათურა დამონტაჟდა.
ახლობლების ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს.
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე რეგიონის მერებს, საკრებულოს

ამინდი