Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დავით სერგეენკო - ბოლო დღეებში გრიპისმაგვარი ვირუსის 254 შემთხვევა, გუშინ კი - 550 გამოძახება დაფიქსირდა, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა

თარიღი : 13-12-2016, 19:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლო დღეებში გრიპისმაგვარი ვირუსის 254 შემთვევა დაფიქსირდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია და გაიზარდა პაციენტთა მიმართვიანობა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პროტოკოლი აამოქმედა.

„მოგეხსენებათ, რომ ყოველ სეზონზე, გაზაფხულ-შემოდგომაზე ხდება გრიპისმაგვარი დაავადებების გამწვავება. ეს სხვადასხვა მიზეზებებით სხვადასხვა პერიოდში შეიძლება დაიწყოს. მორიგი ამ სეზონის გაზრდილი ავადობის სურათი უკვე გამოკვეთილია. ჩვენ გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში გვქონდა. ეს არ არის ეპიდემია, როგორც ასეთი. ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს, კერძოდ, 500-ზე მეტი დაავადებული 100 000 მოსახლეზე. ახლა საბედნიეროდ გვაქვს მხოლოდ 254 ბოლო დღეების მდგომარეობით, თუმცა, იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში - გუშინდელი მდგომარეობით 550 ზარი დაფიქსირდა, გამოძახება, რომელზეც რეაგირება ვერ მოხერხდა და ამ გამოძახებების უმეტესობა იყო სწორედ გრიპის სიმპტომების გამო, ჯანდაცვის სამინისტროს მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც ჩვენ ვმუშაობდით 3 კვირის განმავლობაში ამ წლის იანვარში. კერძოდ, დღესვე შეიქმნება ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება ასეთი ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან, დავით სერგეენკო მოსახლეობას სთხოვს, იმ პერიოდში, როდესაც მუშაობს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები, გრიპის სიმპტომების აღმოცენებისას პირველ რიგში მიმართოს ოჯახის ექიმს და არა არა სასწრაფო დახმარებას.


ნანახია: 1480-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ ოჯახის ექიმები მოემსახურებიან პაციენტებს,
გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.
როგორც სერგეენკო აცხადებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში მსხდომების დაზიანებები მსუბუქია, სამართალდამცველების კი, _