Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, მელიქიშვილის 4 ნომერში მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

თარიღი : 12-12-2016, 15:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, მელიქიშვილის 4 ნომერში მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

აღნიშნული კორპუსი გასულ თვეში ძლიერმა ქარმა სახურავის გარეშე დატოვა, სახურავის გარეშე დარჩენილი კორპუსის მკვიდრებს კი თავზე აწვიმთ. დაზარალებულ მოსახლეობასთან დღეს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია იმყოფებოდა, რომელმაც მერიას მოსახლეობის დაუყოვნებლივ დახმარებისკენ მოუწოდა.

ერთ-ერთი დაზარალებულის მარინა ნიჟარაძის თქმით, მერიამ ბინის საკითხის მოგვარება ვერ შეძლო.
"ერთი თვეა ამ მდგომარეობაში ვართ და ქუთაისის მერიამ ვერ შეძლო ბინისთვის ეშველა. გარეთ არ წვიმს და ჩვენ თავზე გვაწვიმს. თუ შეიძლება ამ პირობებში ცხოვრება. შუქს ვერ ვრთავთ იმის შიშით, რომ არ ავფეთქდეთ," - ამბობს ნიჟარაძე.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ კორპუსის გადასახურად საჭირო თანხა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური ხელისუფლებისგან უკვე მიიღო და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.


ნანახია: 1646-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჩამოიშალა კედლის ფასადი, რომელიც მანქანას დაეცა და ავტომანქანა დაჩეხა.
მრავალბინიანი სახლის სახურავი ერთი კვირის წინ ხანძრის შედეგად დაზიანდა და კორპუსი სახურავის გარეშე დარჩა.
ქუთაისში, გუგუნავას 12 ნომერში მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრები 10 ოჯახი დახმარებას ითხოვს.
შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირის 94 ნომერში მოხდა.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ჯონი არაბიძის თქმით, საუბარი დაახლოებით 45 000 ლარზე, რაც სახურავის გარეშე დარჩენილი კორპუსის

ამინდი