Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში მოქმედი მოცვის ქარხნის ამბიციური გეგმები-ჩვენი პროდუქციით ევროპული ბაზრის ათვისებას ვგეგმავთ

თარიღი : 11-12-2016, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - ,,დამზადებულია იმერეთში", რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია წარმოადგენს. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.

რუბრიკის მორიგი სტუმარია ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე მოცვის ქარხნის დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი.

კოპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და დირექტორის გიორგი ღვინიაშვილის თქმით, სურდათ ისეთი პროდუქცია გაეშენებინათ, რომელიც ექსპორტზე იქნებოდა გათვლილი, რადგანაც სხვა პროდუტები საქართველოში ძირითადად იმპორტირებულია. როგორც გიორგი ღვინიაშვილმა საინფორმაციო სააგენტო TOPNews.com.ge-ს განუცხადა, მოცვის გასაშენებლად და კარგი მოსავლის მისაღებად დასავლეთ საქართველოს ნოყიერი ნიადაგი ხელსაყრელი იყო.

,,იმ ომენტში, როცა ჩვენ მოცვის გაშენება დავიწყეთ, საქართველოში ეს კულტურა არ იყო გავრცელებული და ჩვენც ისეთ კულტურას ვეძებდით, რომ გარკვეუწილად უპირატესობა გვქონოდა ბაზრის დაკავების კუთხით. ეს კულტურა ხელით შრომას ითხოვს, თან მუშა ხელი ჩვენთან შედარებით იაფია, რაც გვაძლევს საშუალებას ევროპის ბაზარზე შედარებით კონკურენტუნარანი ფასი გვქონდეს,"- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

მისივე თქმით, 2010 წელს დაიწყეს მოცვის პლანტაციების გაშენება და ქარხანა მხოლოდ გასულ წელს, სახელმწიფოსგნ მიღებული თანადაფინანსებით გახსნეს.

,,ოფიციალურად ქარხანა გახსნილი არ არის, რაგდანაც კონტრაქტით გათვლილი ყველა პირობის შესრულება ვერ მოასწარით, თუმცა გაზაფხულზე, სეზონის გახსნამდე ყველა სამუშაო დასრულდება. წელს ქარხანამ სრული დატვირთვით იმუშავა, რაც კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის. ქარხნის წარმადობა, სრული დატვირთვით მუშაობის შეთხვევაში, 300 ტონაზე მეტია,"-განაცხადა ღვინიაშვილმა.

მოცვის ქარხნის დირექტორის განცხადებით, ქარხნის სრული დატვირთვის მუშაობისას მათ მიერ ბაღდათის რაოიონშივე, 6ჰ- ზე გაშენებული მოცვის პლანტაციიდან მიღებული მოსავალი საკმარისი აღარ იქნება.

,,ქარხნის გახსნისას ჩვენი გათვლა იყო სხვა ფერმერებსაც არ შექმნოდათ პროდუქციის რეალიზების პრობლემა. მაგალითად, გურიაშია ასევე, 5 ჰ-ზე გაშენებული მოცვი და წელს, მათგანაც გვქონდა პროდუქცია წამოღებული. ეს ქარხანა კონკრეტულად კენკროვანი კულტურებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა დანადგარები გვაძლევს საშუალებას, როცა მოცვის სეზონი არ იქნება, სხვა კულტურებიც შევიძინოთ და შევფუთოთ ან დავასაწყობოთ და შევინახოთ მაცივრებში,"- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

გიორგი ღვინიაშვილის თქმით, მათ ძირითადი გათვლა პროდუქციის ექსპორტით გატანაზე აქვთ, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ სამ დიდ ჰიპერმარკეტებს- ,,კარფურს", ,,გუდვილსა" და ,,სმარტს" ამარაგებენ, სადაც მოცვის ფასი საცალო გაყიდვისას 6-დან 15 ლარამდე მერყეობს, რაც როგორც ღვინიაშვილი ამბობს, დამოკიდებულია სეზონზე, გასაყიდი პროდუქციის მოცულობასა და შეფუთვაზე.

,,თავიდან ხალხმა არ იცოდა ამის შესახებ, ახლა კი ბაზარზე მოთხოვნა დიდი და ყოველწლიურად მზარდია. თუმცა, ჩვენ გათვლა მაინც უცხოურ ბაზარზე გვაქვს. წელს ბევრ ქვეყანაში გავგზავნეთ საცდელი პარტიები, ძირითადად ორიენტირი აზიის ქვეყნებზე ავიღეთ. პროდუქციის ნიმუშები გავაგზავნეთ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჰონკონგი, ტაილადი, დუბაი, ასევე რუსეთსა და სომხეთში. თუმცა მეტწილად, გასაღებისთვის კარგ ბაზრად ევროპულ ბაზარს მივიჩნევთ. 2018 წლისთვის უკვე გვექნება ხარისხის დამდასტურებელი სერტიფიკატი (ISO), რაც ჩვენი პროდუქციით ევროპული ბაზრის ათვისების შესაძლებლობასაც მოგვცემს,"-განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

მოცვის ქარხნის დირექტორის თქმით, მათ ქარხანაში ადამიანები ორ სმენად არიან დასაქმებულნი და თითო სმენაში 20 ადამიანი მუშაობს, ხოლო მოცვის კრეფისას სამუშაო პროცეში დაახლოებით 100 ადამიანი ერთვება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მათ სურთ მოცვის პლანტაციებით 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აითვისონ. გარდა ამისა, მათ საომავლო გეგმებშია შავი ქლიავის გაშენება, რომელიც მოცვისგან განსხვავებით მოსავალს სხვა სეზონზე იძლევა. ასევე, სურთ საშრობი დანადგარი შეიძინონ და ქართულ ბაზარზე შავი ქლიავის იმპორტირებული პროდუქტი ადგილობრივით ჩაანაცვლონ.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1540-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას -'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
ყველის საწარმო ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ფუნქციონირებს.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
მოცვის ბაღი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას-'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
სოფელ ძევრში არსებული პარკეტის საწარმო რუბრიკაში 'დამზადებულია იმერეთში'.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში გალაკტიონობა აღინიშნება.
იმერეთში მცხოვრები 59 932 ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ამინდი