Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სახლი N11',- მრავალფუნქციური სივრცე და გემრიელი კერძები ახალი ბარ-რესტორნისგან

თარიღი : 11-12-2016, 00:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge
ქუთაისში ახალი ბარ-რესტორანი "სახლი #11" გაიხსნა. ბარ-რესტორანში მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, საშუალება ექნებათ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას, მოაწყონ კორპორაციული საღამოები და ყოველკვირეულად უყურონ სხვადასხვა ფილმს, რისთვისაც მრავალფუნქციურ ბარ-რესტორანს რამდენიმე სივრცე გააჩნია.

როგორც დაწესებულების მენეჯერი მარუსა ხურციძე აცხადებს, "სახლი #11"-ს აქვს პოტენციალი როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი გახდეს.
http://www.picz.ge/img/s1/1612/11/5/5940c0aa1edf.jpg
„რაც ყველაზე მთავარია, მრავალფეროვან კერძებს ვთავაზობთ როგორც ქართულს, ასევე უცხოურს, რაც როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველი იქნება. ჩვენს მენიუში თითქმის ყველა სახეობის კერძს შეხვდებით. ვეცდებით ყველას გემოვნებას მოვერგოთ. ცოცხალი მუსიკაც მალე შემოგვიერთდება და "სახლი #11" ყველა სეგმენტისთვის იდეალური და საყვარელი ადგილი გახდება. ჩვენთან შესაძლებელი იქნება როგორც საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, ისე მეგობრებთან ერთად გართობა და საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოებაც,“-აცხადებს მარუსა ხურციძე.

ბარ-რესტორნის თითოეულ სივრცეს თავისი დატვირთვა აქვს. მთავარი დარბაზი რომანტიკული ხასიათისაა, სადაც სტუდენტებს დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება ექნებათ. კუპე გათვლილია 20-25 ადამიანზე, სადაც მოეწყობა კორპორაციული საღამოები და დაბადების დღეები. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კუპეს დახურვაც.

კიდევ ერთ სივრცეში, რომელიც ბარ-რესტორანშია, ფილმების ჩვენებასთან ერთად, კარაოკე საღამოების მოწყობა იქნება შესაძლებელი. "სახლი N11"-ის მენეჯერის განცხადებით, მოცემულ სივრცეში სხვადასხვა სახის ცვლილებას განახორციელებენ.

" სხვადასხვა სივრცე აქ მოსულ სტუმრებს უკმაყოფილოს არ დატოვებს. თუ არის კონკრეტული ადგილი, სადაც ხმაურია და სტუმარი ვერ მივა, რადგან ზედმეტად ოფიციალურია, ჩვენთან ასე არ იქნება, რადგან ბარ-რესტორანი სხვადასხვა სექციადაა დაყოფილი. ბარის სტილიც გვაქვს, რესტორნისაც და კაფის. ვფიქრობ, აქედან გულდაწყვეტილი არავინ წავა. მობრძანდით დააგემოვნეთ ჩვენი კერძები, შემდეგ კი გააკეთეთ დასკვნა, არის თუ არა "სახლი #11" ღირსი იწოდოს ქალაქის წამყვან ბარ-რესტორნად,“-აცხადებს მარუსა ხურციძე.
http://www.picz.ge/img/s3/1612/11/f/f69868a5e167.jpg
ბარ-რესტორნის გახსნას ქუთაისში მოქმედი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოების, ორგანიზაციებისა და ტელევიზიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჟურნალისტ დავით ლიკლიკაძის თქმით, "სახლ #11"-ში სასიამოვნო გარემოა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვისაც.

„ძალიან გამეხარდა, რომ ჩემ საყვარელი ქალაქის ცენტრში ასეთი კარგი და ახალი ბარ-რესტორანი გაიხსნა. ძველ უბანშია, ძველ სახლში, რომელსაც ახალგაზრდების ხელი ეტყობა. მე თვითონ სახლის ხშირი სტუმრები ვიქნები. ნებისმიერი თაობის ადამიანს ვურჩევ ამ ხელსაყრელ და ლამაზ გარემოში მოსვლას. დარწმუნებული ვარ, უკმაყოფილო არავინ დარჩება,“-ამბობს დავით ლიკლიკაძე.

ცნობისთვის, ბარ-რესტორანი "სახლი#11" ქუთაისში, თამარ მეფის N11-ში გაიხსნა.
R


ნანახია: 3857-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემურ ჭყონიას თქმით, 'მაკდონალდსი' არ იქნება მხოლოდ რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტი. ის იქნება სივრცე ახალგაზრდებისათვის.
ქუთაისში მოქმედი ბარ–რესტორნებში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
ავეჯის სახლი სხვადასხვა ქვეყნიდან (ბელგია, ჩინეთი, დუბაი, თურქეთი) ჩამოტანილი ავეჯით მარაგდება, თუმცა მომხმარებლის დაკვეთით,
იმ ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.

ამინდი