Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'სადღესასწაულო კომპანია ჩემი ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა,'- ხანძრის შედეგად დაზარალებული დახმარებას ითხოვს

თარიღი : 10-12-2016, 16:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სადღესასწაულო კომპანიის მეპატრონე სოფო რაჭველი ექსპერტიზის შედეგებს ელოდება და დახმარებას ითხოვს. კომპანიის ოფისი 9 დეკემბერს, მეზობელ შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანდა. სადღესასწაულო კომპანიის კუთვნილ ფართში განადგურებულია ჭერი და ინფრასტრუქტურა.

სოფო რაჭველის თქმით, შენობაში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია.

"კომპანიის კუთვნილ ფართში ყველაფერი დაზიანებულია. ჭერიდან წყალი ჩამოდის. მთელი წყალი, რაც ხანძრის ჩასაქრობას გამოიყენეს, ჩემს ოფისში ჩამოვიდა. ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი. თეატრალური საზოგადოების შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზად ელექტროენერგია დასახელდა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ უცებ შუქის წასვლით ხანძარი არ ჩნდება. ველოდები ექსპერტიზის შედეგებს. სადღესასწაულო კომპანია ჩემი ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. სამ შვილს მარტო ვზრდი. არ ვიცი რა ეშველება ამ ყველაფერს. პასუხისმგებლობა უნდა იკისროს მან, ვისი მიზეზითაც ხანძარი გაჩნდა," - აცხადებს სოფო რაჭველი.

შეგახსენებთ, რომ თეატრალური საზოგადოების შენობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა.


ნანახია: 2185-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
რესტორანში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას სახანძროს 4 ბრიგადა ცდილობდა.
ხანძრის მიზეზი ამ დრომდე არ არის დადგენილი
ხანძრის გამომწვევი მიზეზებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის უცნობია.
17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამინდი