Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გააქტიურე რეგიონი - შექმენი ინოვატორთა კლუბი

თარიღი : 10-12-2016, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ადგილობრივ ინოვაციების ცენტრთან ერთად, გთავაზობთ ტრენინგ-კურსს თემაზე ინიციატივების მართვა.

1 თვიანი პროგრამის მიზანია, რეგიონებში ჩამოყალიბდეს ინოვატორთა კლუბები და მათი ინტერესების მიხედვით განხორციელდეს არაერთი საინტერესო ინიციატივა.
პროგრამა გათვლილია 16- 25 წლის ახალგაზრდებისთვის.

პროგრამა მოიცავს 3 ეტაპს:
I ეტაპი
10 -11 დეკემბერი - როგორ დავიწყო ქმედება?
თემები
• ოცნებების მართვა - როგორია თქვენთვის საოცნებო რეგიონი;
• პრობლემების ანალიზი და იდენტიფიცირება;
• რესურსების ანალიზი - მე შემიძლია გაკეთება!
• იდეის განვითარება;
დავალება: თქვენ მოგიწევთ მცირე აქტივობის განხორციელება.

II ეტაპი
17-18 დეკემბერი - როგორ ვაქციო მცირე ქმედება მასშტაბურ პროცესად?
• აქტივობების გაანალიზება და გამოცდილების გააზრება;
• პროექტის მენეჯმენტის ძირითადი საკითხები;
• პროექტის ხედვა, მისია, მიზანი ამოცანა;
• პერსონალური განვითარება - რა მომცა ან რას მომცემს აქტიურობა;
• გუნდის მშნებელობა.

დავალება: თქვენ მოგიწევთ 6 თვიანი პროგრამის შექმნა, რომელსაც განახორციელებდით თქვენს რეგიონში (პროექტი უნდა მოიცავდეს მცირე აქტივობებს და უნდა იზრდებოდეს ეტაპობრივად გუნდის ზრდისა და მოთხოვნების ზრდასთან ერთად).

III ეტაპი
23-25 დეკემბერი - რეგიონალური ტრენინგი თბილისში
დავალების შედეგად მოხდება პროგრამის მონაწილეების შერჩევა და საუკეთესო 25 მონაწილეები 23-25 დეკემბერს ჩამოვლენ თბილისში რეგიონალურ ტრენინგზე.
შემაჯამებელ ტრენინგზე გაიცნობთ სხვა რეგიონის მონაწილებსაც და ასევე, შეხვდებით ცნობილ წარმატებულ სტარტაპერებს, მენტორებს, ტრენერებს.

პროგრამის აქტიური მონაწილეები მიიღებენ:
• სერტიფიკატებს;
• საშუალებას ინოვაციების ცენტრში ჩამოაყალიბონ და მართონ ინოვატორთა კლუბები;
• საუკეთესო 25 მონაწილე 3 დღიან ტრენინგს გაივლის თბილისში.

შემოგვიერთდით, ერთად გავააქტიუროთ რეგიონი!

საკონტაქტო ინფორმაცია:
ლიკა დევდარიანი 577279920


ნანახია: 1773-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროგრამის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათ სურვილს პროექტის ფარგლებში პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მიღება წარმოადგენს.
პროგრამის მიზანია შექმნას მოთხოვნა ფართოზოლოვან ინტერნეტზე საქართველოს რეგიონებში და გაზარდოს აღნიშნული მომსახურების
გთავაზობთ იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას:
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება 17 ივნისიდან

ამინდი