Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გამჭვირვალობას' საკრებულოს მიმართ რაიმე რიტორიკული შენიშვნის ქონა სასიცოცხლო ვალდებულებად ექცა?'

თარიღი : 9-12-2016, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის ხელისუფლებას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ არ განუხილავს, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი პასუხობს.

Topnews.com.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"აბსოლუტურად აბსურდული განცხადება და სამწუხაროდ სრულიად არაკომპეტენტური ან კანონის ჩანაწერის მიზანმიმართული ნეგატიური ინტერპრეტაცია (თუმცა იმედს ვიტოვებ რომ უფრო განმცხადებელის არაკომპეტენტურობის ბრალია, ვიდრე მიზანმიმართული მავნებლობისა). ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამბობს რომ: „მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.“ ანუ, ვერ (ან არ) გამგებისათვის განვმარტავ, რომ საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი უნდა განიხილოს ღია საჯარო სხდომაზე და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, რისი პრობლემა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არასოდეს ჰქონია და არც აქვს. საკრებულოს სხდომას ყოველთვის ესწრებიან დაინტერესებული პირები, საკრებულოს სხდომის პირდაპირი ტრანსლირება ხდება მედიასაშუალებით და მეტიც, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო პირველი საკრებულოა საქართველოში, რომელმაც დაიწყო სხდომების საპილოტე მაუწყებლობა სოციალურ ქსელშიც და მაღალი ალბათობით საბიუჯეტო სხდომაც იმავე ფორმატში ჩატარდება. ასე რომ, აღნიშნული შენიშვნა არაკომპეტენტური, ან უარეს შემთხვევაში ხელოვნურია. აქვე მინდა მცირე რიტორიკული შეკითხვა დავსვა ობიექტური მკითხველისთვის: ორგანული კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა ამ რედაქციით არსებობს კანონის ძალაში შესვლის დღიდან (2014 წელი). ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღიდან კანონის ძალაში შესვლიდან დღემდე უკვე 2-ჯერ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. ჩემთვის არ არის ცნობილი რომ ამ გადაწყვეტილებებზე მსგავსი ტიპის შენიშვნა წინა 2 შემთხვევაში ჰქონოდა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის „გამჭვირვალობას“ (ყოველ შემთხვევაში აღნიშნული შენიშვნით არავის მოუმართავს). და რა მოხდა ახლა, მე-3 წელს? „გამჭვირვალობას“ საკრებულოს მიმართ რაიმე რიტორიკული შენიშვნის ქონა სასიცოცხლო ვალდებულებად ექცა?," - ამბობს დავით დვალი.


ნანახია: 1474-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის პირი პირველი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო
ხარაგაულში საჯარო მოხელეები დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ გააფრთხილეს.
საჯაროა თუ არა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომები? როგორ ხდება მერისა და გამგებლისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა?,- ამ
ქუთაისის საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. სხდომა 17 ნოემბერს, საკრებულოს სხდომათა
ახალი საცურაო აუზი ქუთაისს 2018 წელს უნდა ჰქონდეს.
პარლამენტში ფიზიკური და სიტყვერი დაპირისპირება მოხდა.
წყალტუბოს სოფელ ქვედა მაღლაკში ნუცუბიძეების მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ოჯახი, სადაც 9 ბავშვი იზრდება, თავს ორ ოთახს აფარებს.

ამინდი