ქუთაისში ხელნაწერი 'ვეფხისტყაოსანი' გამოიცა
თარიღი : 9-12-2016, 11:01 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ქუთაისში ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა. პროექტი მერიის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ინიციატივით ზაფხულში განხორციელდა. მასში მონაწილეობა ქუთაისის საჯარო სკოლების დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს. წიგნის პრეზენტაცია ქუთაისის მერიაში გაიმართა.ღონისძიებას ქალაქის მერი შოთა მურღულია, სკოლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ვეფხისტყაოსნის გადაწერაში სკოლების 142-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, სულ 1 696 სტროფი გადაიწერა. ამასთან ერთად მოხდა წიგნის ილუსტრირებაც. მერიის მიერ კი გამოიყო 2 900 ლარი, რომლის ფარგლებშიც ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანის“ 180 ეგზემპლარი გამოიცა. წიგნები შემსრულებლებს საჩუქრად გადაეცათ.
წიგნის პრეზენტაცია დღეს ქუთაისის მერიაში მოეწყო. მერის განცხადებით, ამ პროექტით შოთა რუსთაველის წელს გამოეხმაურენ.