Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის კინოთეატრში რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზი გაიხსნა

თარიღი : 8-12-2016, 19:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ყოფილი კინო „საქართველო“-ს შენობაში კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზი გაიხსნა. როგორც შემოქმედებითი ჯგუფის „ჯარისკაცის მამის“ დამფუძნებელმა ინეზა ავალიანმა განაცხადა, დარბაზში ქართული დოკუმენტური ფილმების უფასო ჩვენებებები გაიმართება.

რეზო ჩხეიძის 90-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოზე სტუმრებს ჩხეიძის შესახებ გადაღებული ფილმის ნახვის საშუალება უფასოდ მიეცათ. საიუბილეო დღის ფარგლებში ჩხეიძის ფოტოებისა და ფილმებში გამოყენებული ტანსაცმლის გამოფენაც გაიმართა.
ქუთაისის კინოთეატრში რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზი გაიხსნა
ქუთაისის კინოთეატრში რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზი გაიხსნა
„მეორე წელია რეზოს იუბილეს მის გარეშე ვხვდებით, ერთ-ერთ დარბაზს რეზოს სახელი მიენიჭა და სანამ კინოთეატრი იარსებებს, ქართული ფილმების უფასო ჩვენებები გაიმართება. ჩვენ ვაჩვენეთ ქუთაისში, რეზოზე გადაღებული ფილმი,“-განაცხადა ავალიანმა.
ქუთაისის კინოთეატრში რეზო ჩხეიძის სახელობის დარბაზი გაიხსნა

კინორეჟისორის საიუბილეო საღამოზე ქუთაისის მერი შოთა მურღულია იმყოფებოდა.

„უდიდესი კინორეჟისორის, რეზო ჩხეიძის იუბილეს აღვნიშნავთ .ყველა ამაყობს მისი ქართველობით. ჩვენ გვეამაყება, რომ ის ქუთაისელი იყო. კინოთეატრის ერთ-ერთი დარბაზი რეზო ჩხეიძის სახელობის გახდა. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ბუმბერაზი გვყავდ,“-განაცხადა მურღულიამ.

ცნობისთვის, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე ორი წლის წინ გარდაიცვალა.


ნანახია: 2417-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ასევე, მოეწყობა რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია.
ქუთაისის კულტურის ცენტრში ქართული ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო, რომელიც ქართული კინოს 110 წლის იუბილეს ეძღვნება.
ქუთაისში არსებული რეჟისორ რეზო ჩხეიძის სახლი, სადაც ჩხეიძე დაიბადა და სიცოცხლის ბოლო წლების გატარებას აპირებდა, მისი დიდი
საბრძოლო დიდების მუზეუმში ღონისძიების დასრულების შემდეგ, 14:00 სთ-ზე გაერთიანებისვე ორგანიზებით, ფილმის 'ჯარისკაცის მამა' ჩვენება
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

ამინდი