Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელი: უამინდობას მუნიციპალიტეტი მომზადებული უნდა შეხვდეს

თარიღი : 8-12-2016, 12:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან ტრადიციული, ყოველკვირეული თათბირი გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მოადგილეები ნუკრი სარდანაძე და გოჩა ვერულაშვილი.

თეიმურაზ ჯაფარიძემ თათბირზე ყველა იმ საკითხე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის, თითოეულ სოფელში არსებული მდგომარეობა და პრობლემები გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. გამგებელმა ასევე აღნიშნა, რომ მიღებული ინფორმაციით უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.

„უამინდობას მუნიციპალიტეტი მომზადებული უნდა შეხვდეს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი წარმომადგენლებს ეკისრებათ, რათა ჩვენამდე დროულად მოიტანონ მოსახლეობის პრობლემები“-აღნიშნა თეიმურაზ ჯაფარიძემ.

თათბირის მეორე ნაწილში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, „საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამართეს პრეზენტაცია პროექტისა „დავასუფთავოთ საქართველო-ფაზა III“ შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.

პროექტის მიზანია საზოგადოების ინფორმირება სახიფათო ნარჩენებით გარემოს დაბინძურებისა და მისგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ. ასევე მიზნად ისახავს აღრიცხოს სახიფათო ნარჩენები ქვეყანაში (კერძოდ ვადაგასული ქიმიკატები, ქლორის ძველი რეზერვუარები), რათა დაიცვას საზოგადოება სახიფათო ნარჩენების არასწორი მართვისაგან. შეამციროს ქვეყანაში სახიფათო ნარჩენებით დაბინძურება და მათი საშიში ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

NS


ნანახია: 1829-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
თეიმურაზ ჯაფარიძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხებზე, რომელიც ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
პროექტის მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში მისი ჩართვა
გამგეობის ტრადიციული ყოველკვირეული თათბირი გაიმართა ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი

ამინდი