Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ჭიათურის გაზიფიცირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ მუნიციპალიტეტის სრულ გაზიფიცირებას"

თარიღი : 8-12-2016, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის გზატკეცილის ნომერ 6, 20 და 24 კორპუსების მცხოვრებლებმა ბუნებრივი აირი მიიღეს. გაზი სულ 30 აბონენტმა მიიღო.

ახლად გაზიფიცირებული კორპუსები ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ "სოკარ ჯორჯია გაზის" ჭიათურის სერვის ცენტრის მენეჯერთან, გაიოზ ერაძესთან ერთად დაათვალიერა. ზურაბ კუპატაძემ მუმლაძეების საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი პირველმა აანთო და მოსახლეობას გაზის მიღება მიულოვა.

ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირსა და კომპანია სოკარ გაზის წარმომადგენლებს ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს. გამგებელმა "სოკარ ჯორჯია გაზის" ადგილობრივ ხელმძღვანელობაზე დაყრდნოით განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე საჩხერის გზატკეცილის 29 ნომერი კორპუსის, პატარიძის, სოფრომაძისა და ფანცულაიას ქუჩების გაზიფიცირება დასრულდება.

,,მოხარული ვარ, რომ საჩხერის გზატკეცილის მოსახლეობამ ბუნებრივი აირი მიიღო. იმედს გამოვთქვამ, ჭიათურის გაზიფიცირება შეუქცევად ხასიათს მიიღებს და ჩვენ ერთობლივად შევძლებთ მუნიციპალიტეტის სრულ გაზიფიცირებას. მინდა მოსახლეობას მივულოცო, კომპანია სოკარ გაზს კი ჩატარებული სამუშაოებისთვის მადლობა გადავუხადო,“ - აღნიშნა ზურაბ კუპატაძემ.
NS


ნანახია: 1671-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ბუნებრივი აირი მოსახლეობას შეზღუდვით მიეწოდება.
"სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად, 5 მარტის დილის 10:00 საათიდან, საღამოს
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე გიორგაძის, საჩხერის გზატკეცილის 5,7,9
ზურაბ კუპატაძემ განაცხადა, რომ კანონის ფარგლებში მკაცრად გააკონტროლებს ყველა იმ საკითხს, რისი დროული გადაჭრაც ჭიათურის
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და სოფლის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას
როგორც ადგილობრივები ამბობენ, წლებია მათ დასახლებაში ბუნებრივი აირის პრობლემაა.

ამინდი