Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულომ ადმინისტრაციული ხარჯი შეიმცირა

თარიღი : 7-12-2016, 16:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულომ საცურაო კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისათვის საჭირო თანხის ეკონომია საკუთარი ადმინისტრაციული სახსრებიდან გააკეთა. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა განაცხადა.

„ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბოლო წლებია მენეჯმენტში თანხების დაზოგვას, როგორც ტრადიციას ამკვიდრებს. 2014 წელს საკრებულოს მიერ დამტკიცებული მომდევნო წლის ბიუჯეტით საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯი დაახლოებით 1 300 000 იყო, თუმცა 2015 წელს ქუთაისის საკრებულომ წლის მანძილზე ორჯერ გააკეთა ეკონომია, ჯამურად დაახლოებით 100 000 ლარის ოდენობით, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტი პირდაპირ შემცირებული თანხით - 1 200 000 ლარით დაიწყო.

აღნიშნულ თანხაში, ბუნებრივია, იგულისხმება აბსოლუტურად ყველა ხარჯი (თანადებობრივი სარგო, პრემია-დანამატი, შტატგარეშეთა ანაზღაურება, მივლინებები, ოფისის ხარჯი, წარმომადგენლობითი ხარჯი, ინვენტარის შეძენა-რემონტი, ტრანსპორტის მოვლა-პატრონობა, სოცუზრუნველყოფა, ტექნიკის მოვლა-პატრონობა და ასე შემდეგ). მიმდინარე წლის ბოლოს საკრებულომ კვლავ მოახერხა დაანონსებული ეკონომიის გაკეთება 60 000 ლარის ოდენობით და აღნიშნული თანხა დაემატა საპროექტო სამუშაოების მუხლს საცურაო კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისათვის. ასევე, კვლავ შემცირებული იქნება საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების ბიუჯეტი 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ასიგნებთან მიმართებაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯამურად საკრებულომ 2014 წელს დამტკიცებული 2015 წლის ბიუჯეტიდან 2017 წლის პროექტამდე უკვე ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება-ეკონომიის 10% დინამიკას მიაღწია. ანუ ამ მოწვევის საკრებულოს მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ადმინისტრაციული ხარჯების კლებაა,“- აცხადებს დავით დვალი.

ცნობისთვის, ახალი საცურაო აუზი ქუთაისს 2018 წელს უნდა ჰქონდეს.


ნანახია: 2339-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტმა 51 572 800 ლარი შეადგინა.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მომავალი წლის განმავლობაში ბიუჯეტის ზრდა კიდევ 20 მილიონით იგეგმება.
ქუთაისის საკრებულომ 2015 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
2012 წლის შემდგომ პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯებიც.
ქუთაისში საწყლოსნო კომპლექსის მშენებლობის დაწყება 2017 წლისათვის არის დაგეგმილი.
მომდევნო წლის ბიუჯეტი 9 225 700 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 591,8 ლარით მეტია.