'საჯარო მოხელეებს ხშირ შემთხვევაში პირადი განცხადებით ათავისუფლებენ,'- კვლევის პრეზენტაცია ქუთაისში

თვითმმართველ ქალაქებში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა პრაქტიკასთან დაკავშირებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.
საკვლევი პერიოდი 2015 წელს მოიცავს. როგორც კვლევიდან ირკვევა, ქუთაისის მერია გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა რაოდენობის მიხედვით თვითმმართველ ქალაქებს შორის მეოთხე ადგილზეა თბილისის, რუსთავისა და ბათუმის შემდეგ. 2015 წელს ქალაქის მერიიდან 45 ადამიანი გათავისუფლდა. რაც შეეხება საკრებულოს, საკრებულოდან გათავისუფლებულთა რაოდენობა ორ ადამიანს შეადგენს.
კვლევის ავტორის, იურისტ ნინო ცუხიშვილის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში საჯარო მოხელის გათავისუფლება პირადი განცხადების საფუძველზე ხდება, რაც როგორც იურისტი აღნიშნავს, გარკვეულ ეჭვებს იწვევს.
„ჩვენ ვერ ვარკვევთ, განცხადება საჯარო მოხელემ საკუთარი სურვილით დაწერა თუ დააწერინეს. რაც შეეხება დისციპლინარულ პასუხისმგებლობას, თვითმმართველობებში მას ნაკლებად იყენებენ, რადგან ის მეტ დასაბუთებას ითხოვს,“-აცხადებს იურისტი.
კვლევის პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქუთაისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განცხადებით, მერიის მიერ საჯარო მოხელეთა გათავისუფლება კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა.