Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გასხვისებული ქონების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი ჯგუფი მუშაობას ვერ ახერხებს

თარიღი : 7-12-2016, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გასხვისებული ქონების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი ჯგუფი მუშაობას ვერ ახერხებს. როგორც საკრებულოს წევრი გია ქობალიანი აცხადებს, მას შემდგე რაც ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა წევრმა ნიკოლოზ ლატარიამ ჯგუფი დატოვა, გასხვისებული ქონების შესასწავლად 5 ადამიანი დარჩა, რომელთაგანაც 2 არცერთ სხდომას არ დასწრებია.

„რამდენიმე სხდომა ჩაიშალა, რადგან 5 ადამიანიდან ნაციონალური მოძრაობისა და ლეიბორისტული პარტიის წევრი საერთოდ არცერთ სხდომას დასწრებია, დარჩენილი სამიდან ერთი ავად გახდა და ვერ მოახერხა მოსვლა, ერთს ქალაქის 1/3 აბარია და ერთი კიდევ სხვა ფრაქციის თავმჯდომარეა. რჩება ერთი ადამიანი, როგორც ვიცი უფლება არ აქვს საკრებულოს ახალი ჯგუფი შექმნას. მე მივიტან დასკვნას და თუ კი საკრებულო მიიღებს მას გადაიგზავნება კონტროლის პალატაში საიდანაც მოგვივა პასუხი“-განაცხადა ქობალიანმა.

რაც შეეხება ლატარიას მიერ სამუშაო ჯგუფის დატოვებას ქობალიან აღნიშნავს, რომ ეს იყო არასწორი და არასაჭირო მოქმედება.
„ნიკოლოზ ლატარია ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო თვითონ მოითხოვა „არგო“ს საქმეს უფრო ჩავღრმავებოდით და გამოგვეკვლია, კაცი რომელიც ამას ითხოვს და აქტიურად მუშაობს, როგორ შეიძლება დავადანაშაულოთ იმაში, რომ „არგო“ში მისი ინტერესები იკვეთება.“-განაცხადა ქობალიანმა.

ცნობისთვის თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების კანონიერების შესწავლით მიზნით დროებითი სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის 27 აპრილს შეიქმნა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1451-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლატარიას მიერ ჯგუფის დატოვება საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის ნატო ქათამაძის შენიშვნების საფუძველზე მოხდა.
ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
კომისისიას ბოლო 10 წლის განმავლობაში მიწებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხი უნდა შეესწავლა.
ჯგუფი 'არგო' ერთ-ერთ სიმღერას ლაშა რამიშვილთან ერთად შეასრულებს.
დღევანდელ აუქციონზე გასხვისებული ობიექტებიდან შემული თანხა 68 600 ლარს შეადგენს.
ქალაქის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ მშენებლობა მიმდინარეობს ორ სადავო ფართზე - ბუხაიძის #18-ში

ამინდი