Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობის მოქმედების ვადა პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმებზე იქნება დამოკიდებული

თარიღი : 3-12-2015, 21:37 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება , - ამის შესახებ შს მინისტრის მაოდგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა.

შალვა ხუციშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს.

"2016 წლის 1-ელ იანვარს ყველა მართვის მოწმობას მიენიჭება 100 ქულა განურჩევლად კატეგორიისა. 1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები ", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, ქულათა სისტემა გადახედვას საჭიროებს, რის გამოც მის საბოლოო ვარიანტზე დღესდღეობით საუბარი არ შეუძლია.

"სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ", - განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, პირს მოწმობის გაუქმებიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ შეეძლება მიმართოს მომსახურების სააგენტოს, გამოცდის თავიდან ჩაბარებისა და მართვის მოწმობის ხელახლა აღების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულები წლის ბოლოს ანულირდება და ყოველი წლის 1-ელი იანვრიდან მას კვლავ ახალი 100 ქულა მიენიჭება.


ნანახია: 9018-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა მართვის მოწმობას წლიურად 100 ქულა დაერიცხება, ხოლო ყველა დარღვევას
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში შსს-ში პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის
ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული
როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა.

ამინდი