'ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ქუთაისში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს'
თარიღი : 6-12-2016, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელად ქალაქის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ტატო ლილუაშვილი დაინიშნა.
როგორც ლილუაშვილი აცხადებს, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოდან მერიის შენობიდან "მირზაანის" ყოფილ შენობაში გადაინაცვლებს, ააიპის სახით იმუშავებს. ცენტრი 10 თანამშრომლით დაკომპლექტდება, ხოლო მისი ფუნქცია ქუთაისის ტურისტული პოტენციალის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და ქალაქში ტურისტების მოზიდვა იქნება.
"ეს სფერო უცხო არ არის ჩემთვის, რადგან ქუთაისის მერიაში ჩემს საკურატორო სფეროს სწორედ ტურიზმი წარმოადგენდა. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ქუთაისში კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს," - აცხადებს ლილუაშვილი.