Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'გოგონათა მხატვრული სახეები'- ფილმი გოგონების პრობლემებზე

თარიღი : 5-12-2016, 16:57 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ფილმის- "გოგონათა მხატვრული სახეები" პრეზენტაცია გაიმართება. ფილმი ამავე სახელმწოდების პროექტის ფარგლებში მომზადდა. როგორც პროექტის ორგანიზატორი სალომე კერესელიძე აღნიშნავს, პროექტის მიზანი გოგონათა პრობლემების ფირზე ასახვა და საზოგადოების დამოკიდებულების ჩვენება იყო.

„პროექტის მიზანია გოგონათა პრობლემატიკის განსაზღვრა და საზოგადოებისა და გარესამყაროს მიმართ მათი დამოკიდებულებების ასახვა კინო-ფირზე, დოკუმენტური ხასიათის ფილმში, რომელიც შეასრულებს ერთგვარი სარკის როლს გოგონათა რეალური მდგომარეობის საჩვენებლად.დოკუმენტური ფილმი აგებული იქნება გოგონების ინტერვიუებზე, აგრეთვე, ავსახავთ ფოტოსურათებზე მათ ემოციებს, შეიქმნება დიდი ფოტო-კოლაჟი,“-განაცხადა კერესელიძემ.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ქალთა ფონდი ,,ფილიაა". სალომე კერესელიძის თქმით, პროექტი ზაფხულში მიმდინარეობდა, ფილმის პრეზენტაცია თბილისში წარმატებით გაიმართა. ქუთაისში ფილმის პრეზენტაცია 13 დეკემბერს, 16:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგება.


ნანახია: 2114-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დოკუმენტური ფილმი რეზო ჭეიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმის გადაღება მაშინ დაიწყო, როცა მწერალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
დოკუმენტური ფილმი სიმღერის 'სულიკო'-ს ისტორიასა და მისი ავტორის შესახებ მოგვითხრობს.
21 ოქტომბერს, 15:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში რეჟისორ რუსუდან გლურჯიძის ფილმის- 'სხვისი
ფილმი სოფელში მცხოვრებ გოგონა თუთას ცხოვრებას ასახავს.
ასევე, მოხდა ფოტო ალბომის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

ამინდი