Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კლინიკა 'ბომონდის' პერსონალისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ

თარიღი : 5-12-2016, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი 23 წლის ლანა მიქაბერიძის ოჯახი კლინიკის მთავარი ექიმისა და პერსონალისათვის სამედიცინო საქმიანობის გამოძიების დასრულებამდე შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით ოჯახმა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართა.

"შეუჩერეთ ლიცენზია და არ იმუშაონ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. ყველა დასაჯონ. ამ ქვეყნად სამართალი ხომ არსებობს. დასაჯონ დამნაშავეები," - აცხადებს გარდაცვლილის დედა მთვარისა მიქაბერიძე.

მიქაბერიძეები თვლიან, რომ 23 წლის გოგონას გარდაცვალება ექიმიების უყურადღებობით და დაუდერობით მოხდა. მთვარისა მიქაბერიძის თქმით, მისი შვილი საკეისრო კვეთის შემდეგ 3 საათის განმავლობაში უყურადღებოდ იყო, რის შედეგადაც შიდა სისხლდენა განუვითარდა და მომდევნო 4 საათიანი ოპერაცია ვეღარ გადაიტანა. შემთხვევა ოქტომბრის თვეში მოხდა.

კლინიკა "ბომონდში" გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 2684-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარდაცვლილი ლანა მიქაბერიძის დედა კლინიკასა და ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
კლინიკა 'ბომონდში' საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონას ოჯახი ექიმის დასჯას ითხოვს.
ქუთაისის N3 სამშობიარო სახლში 4 წლის წინ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ალა მატინოვა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
მთვარისა მიქაბერიძე აცხადებს, რომ შვილის გარდაცვალებაში ბრალდებულ პირებს პასუხს აუცილებლად აგებინებს.
შპს კლინიკა 'ბომონდში' 2017 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიის (თვალის) განყოფილება.

ამინდი