ჭიათურაში უბედურ შემთხვევას მაღაროელი ემსხვერპლა
თარიღი : 4-12-2016, 21:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 50 წლამდე მამაკაცი,რომელიც ელმავალს მართავდა.
"ელმავლის მართვისას გვერდზე გაიხედა რა დროსაც ვაგონებს დაეჯახა და დაიღუპა. სხვა მეტი დეტალი არაფერი ვიცი,"-აცხადებს ერთ-ერთი მაღაროელი.
Topnews.com.ge "ჯორჯიან მანგანეზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დაუკავშირდა, ზაქარია ზალიკაშვილის თქმით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.