Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უფასო 'სქაილინგი'-კბილების გაწმენდა ბავშვებისთვის ყოველ შაბათს კლინიკა 'დენტალუქსში'

თარიღი : 4-12-2016, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რჩევები, რეკლამა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალუქსი" გთავაზობთ ერთობლივ რუბრიკას-"ჯანმრთელი ღიმილი".

აღნიშნული რუბრიკის ფარგლებში, სტომატოლოგიური კლინიკის კვალიფიციური სპეციალისტები თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ თემასა და პრობლემასთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას მოგაწვდიან.


პირის ღრუს ჰიგიენის დაცვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც აქტიურად ეტანებიან ტკბილეულს. ტკბილეულის ხშირი მოხმარება კი ხელს უწყობს კარიესის და ნადების წარმოქმნას, რაც თავის მხრივ ,,იდეალური საშუალებაა" ბაქტერიების გასამრავლებლად.

ბაქტერიები შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებით მრავლდებიან და ფიქსირდებიან წებოვან მასად, რის შედეგადაც ჩნდება ნადები. იქედან გამომდინარე, რომ ჯაგრისით სრულფასოვანი ჰიგიენა ვერ ხერხდება, აუცილებელია ვიზიტი სტომატოლოგთან ექვს თვეში ერთხელ მაინც, რათა ჩავიტაროთ კბილების პროფესიული წმენდა და მოვახდინოთ კარიესის პროფილაქტიკა.

სტომატოლოგიური კლინიკა ,,დენტალუქსი" იწყებს აქციას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება ყოველ შაბათს, 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიყვანა პირის ღრუს გასაწმენდად.

,,პროცედურა აბსოლუტურად უსაფრთხოა და რაც მთავარია, სასარგებლო ბავშვების ჯანმრთელი კბილებისა და ღიმილისათვის. ბავშვებისთვის გვაქვს სპეციალური გამაყუჩებელი გელი, რაც პროცედურას კიდევ უფრო უმტკივნეულოს ხდის. სასურველია, ქვებისა და ნადების შემჩნევისთანავე მოხდეს ბავშვის ექიმთან ვიზიტი. ,,სქაილინგის" გარდა, მშობლებსა და ბავშვებს შევასწავლით როგორ დაიცვან პირის ღრუს ჰიგიენის ნორმები სწორად,"-განაცხადა კლინიკა ,,დენტალუქსის" ბავშვთა სტომატოლოგმა თამარ კამლაძემ.

ცნობისთვის, სტომატოლოგიურ კლინიკა ,,დენტალუქსში" ფუნქციონირებს სპეციალური ტექნიკითა და გასართობი საშუალებებით აღჭურილი ბავშვთა ოთახი, რომელთა მეშვეობითაც ბავშვების ვიზიტი სტომატოლოგთან სრულიად კომფორტული და სასიამოვნო იქნება.

ბავშვებისთვის კბილებიდან ნადების მოსაშორებელი უფასო პროცედურების ჩასატარებლად უნდა მიაკითხოთ კლინიკა ,,დენტალუქსს", თამარ მეფის #38-ში, დილიდან საღამოს 8 საათამდე.


ნანახია: 2942-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტომატოლოგიური კლინიკის კვალიფიციური სპეციალისტები თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ თემასა და პრობლემასთან დაკავშირებით სრულყოფილ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და სტომატოლოგიური კლინიკა 'დენტალუქსი' გთავაზობთ ერთობლივ
თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი კითხვები შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ Topnews.com.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე:
სტომატოლოგებმა ის პროცედურები და წამლები დაასახელეს, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებს კბილის ემალზე.
სტომატოლოგებმა ის პროცედურები და წამლები დაასახელეს, რომლებიც დამანგრევლად მოქმედებს კბილის ემალზე.
მიაკითხეთ თქვენს სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ! არ მოწიოთ თამბაქო და მიირთვით C A დაE ვიტამინებით გამდიდრებული და დაბალანსებული

ამინდი