Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე სამუშაოები 7 დეკემბრამდე გაგრძელდება

თარიღი : 4-12-2016, 14:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთზე სამუშაოები 7 დეკემბრამდე გაგრძელდება

როგორც საავტომობილო დეპარტამენტში აცხადებენ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე გეგმიური სამუშაოების წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით, 7 დეკემბრის დილის 09:00 სთ-მდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის 247-ე კმ-დან (ბაში) სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთიის კმ2 (დაფნარის დაერთება) მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 27 ოქტომბერს შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად განხორციელდება.


ნანახია: 1818-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ქალაქ
აღნიშნული უკავშირდება ბოლო ეტაპის გეგმური სამუშაოების შესრულებას.
შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.