ქუთაისში უწყლობით შეწუხებული მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება

ქუთაისში მაცხოვრებლები სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ. პრობლემა აქვთ ასათიანის მესამე შესახვევისა და ბერძენაძის ქუჩის მოსახლეობას.
ასათიანის მესამე შესახვევში მაცხოვრებლებს სასმელი წყალი დაახლოებით ერთი თვეა არ მიეწოდებათ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ამდენივე ხანია წყალმომარაგების კომპანიისგან ყურადღებას ითხოვენ.
„წყალი არ გვაქვს. დავრეკეთ ცხელ ხაზზე დაგვეხმარეთ-თქო, მაგრამ არავის შეუწუხებია თავი. თუ ჩვენი პრობლემა დროულად არ მოგვარდება, გზას გადავკეტავთ,“ - აცხადებს ასათიანის მესამე შესახვევი მცხოვრები ოთარ ფხაკაძე.
მიმდინარე სამუშაოების გამო წყლის გარეშე ხუთი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სოხუმის ქუჩაზე მაცხოვრებლები.
„ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ რა გვექნაა. კიდევ კარგი, ბინებსი არტეზიული ჭებია და იქიდან ვეზიდებოდით წყალს,“ - აცხადებს მოსახლეობა.
„რა გააკეთეს, ამას თუ გაკეთება ჰქვია. პირიქით, ბინასთან ახალი დაგებული ასფალტი აგვიყარეს და გაგვიფუჭეს. წყლის ახალი მილები კი სადრბაზოში ძველ მილებს დააერთეს, რომელიც სკდება. ქუთაისში თუ რაიმე გაკეთდა, უხარისხოდ კეთდება,“ - აცხადებს ასათიანის ქუჩაზე მცხოვრები ზაზა კორძაია.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ პრობლემის არსებობას არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ ის უახლოეს პერიოდში მოგვარდება. სერვის-ცენტრის დირექტორი ირაკლი ტურძელაძე განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულებას ხელი უამინდობამ შეუშალა.
„პირადად გავეცანი სამუშაოების მიმდინარეობას. იყო ხარვეზები, თუმცა მუშაობა გრძელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობასთან წყალი იმავე გრაფიკით მივა,“ - აცხადებს ტურძელაძე.
ცნობისთვის, ასათიანის ქუჩაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. სამუშაოებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კონტრაქტორი ფორმა ,,SMK" ახორციელებს.