Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის რაიონში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

თარიღი : 3-12-2016, 17:09 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური და ჯანდაცვისა და კულტურის სამსახურის ინიციატივით ხარაგაულის კინოთეატრში ათეულობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი შეიკრიბა. ბავშვები ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლს - „სამი გოჭი“დაესწრნენ ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე, გამგებლის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს ორგანიზატორები ბენეფიციარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

სპექტაკლის შემდეგ შშმ პირები არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაულს“ ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ტყიბულის განვითარების ცენტრში გაემგზავრნენ, სადაც ამერიკული ორგანიზაცია „მშვიდობის კორპუსისა“ და „მაკლეინის“ ორგანიზაციის დაფინანსებით, იმერეთის რეგიონის შშმ ბავშვთა შეხვედრა გაიმართა.

ხარაგაულის რაიონში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

გამგებელმა და მისმა პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საჩუქრად ეტლები გადასცეს.

სოფელ ბორითში მცხოვრებ მარიამ ბლუაშვილსა და მაქათუბნის თემში მცხოვრებ ვენიკო სებისკვერაძეს ეტლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახლში პირადად მიუტანეს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ხარაგაულის რაიონში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

NS


ნანახია: 1871-ჯერ

მსგავსი სიახლეები
. ეტლები გადაეცემა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბენეფიციარებსაც.
მსგავსი ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, მომავალშიც გაიმართება.
აქცია „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურმა ცენტრმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და
ქუთაისში ეტლი 53 ბენეფიციალმა მიიღო. მსგავსი საქველმოქემდო აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომავალშიც გაიმართება.

ამინდი