„ჩანაწერების კრებული“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
თარიღი : 29-11-2013, 13:52 | კატეგორია: საზოგადოება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და მწერლის იოსებ ჭუმბურიძის წიგნის, „ჩანაწერების კრებული“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას მწერლები როსტომ ჩხეიძე, ელგუჯა თავბერიძე, აწსუ-ს პროფესურა და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„უკვე მერამდენედ ვართ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა წიგნის პრეზენტაციით. საქართველოს სინამდვილეში არაერთი საინტერესო და კარგი წიგნი გამოდის. ამავე დროს არსებობს გამორჩეული გამოცემები, ბატონი იოსებ ჭუმბურიძის ეს წიგნიც სწორედ ასეთი გამოცემაა. ევროპულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ მინიატურების ჟანრი ძალიან მნიშვნელოვანი ჟანრია,“ - აღნიშნა მწერალმა როსტომ ჩხეიძემ.
ღონისძიების მონაწილეთა აზრით, იოსებ ჭუმბურიძის „ჩანაწერების წიგნი“ არის მინიატურებზე აგებული და საჭიროა ქაოტურ რეალობაში გასარკვევად.