იტვირთება

კულტურის მინისტრმა ვანის მერს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა

კულტურის მინისტრმა ვანის მერს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა

ვანის სალოტბარო სკოლაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე იმყოფებოდნენ. სტუმრები და ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოადგილეებთან- ვლადიმერ ხელაძესთან და გოჩა ჭუბაბრიასთან ერთად, ვანის სალოტბარო სკოლის ხელმძღვანელებს- ძმებ შოთა და პავლე რამიშვილებს შეხვდნენ და სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებულ საგალობლებს გაეცნენ.
ვანის სალოტბარო სკოლა 2 წელია რაც დაარსდა. სკოლას 30 მოსწავლე ჰყავს.
"კულტურის მინისტრი შეხვედრებზე მოსულ საზოგადოებას გაესაუბრა და სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა გეგმებსა და მათ საჭიროებებს გაეცნო. თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სკოლების წარმომადგენლებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და თავდაუზოგავი შრომისთვის.
სალოტბარო სკოლების გახსნა, რომლის მიზანია უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, მოვლა და პოპულარიზაცია, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წელს დაიწყო,"-ნათქვამია ვანის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტეგები:

Facebook - კომენტარები